ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

AutoSharing Option
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა
ადგილი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
უბრალოდ ესეთი არაკომპეტენტური მსაჯობა ამხელა ფორუმზე მიუღებელია, თან ჩემი აზრით დაფიქსირების ელექტროვერსიის გაუმჯობესება ნუთუ არ არის შესაძლებელი 21საუკუნეა. ადამიანი 4წელი ვარჯიშობ, შრომობ ყოველდღიურად, ტურნირებზე დადიხარ, რომ ოცნება აისრულო და სანუკვარ მიზანს მიაღწიო და ვიღაც არაკომპეტენტურის ხელი ყველა ოცნება თავზე გემსხვრევა, სამწუხაროა, მხნეობა და წარმატებები მომავალში სანდროს
ზაკო
23:41 27-07-2024
1
სამწუხაროდ, თვითონაც მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, ესეც უნდა ითქვას!
7

სიახლეები პოპულარული