"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?

AutoSharing Option
“თქვენ გგო­ნი­ათ, რომ გამ­ტე­ხეთ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა! ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი… ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი!“ - ამის შე­სა­ხებ მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ბა­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს იმ­სა­ხუ­რებ­და, რის გა­მოც ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს.

“არ მინ­დო­და და არც ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი პოს­ტის და­დე­ბას და ამა­ზე სა­უ­ბარს! რო­გო­რი სამ­წუ­ხა­როა რომ არ მო­მე­ცით იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ის სი­ხა­რუ­ლი მეგ­რძნო, რა­საც ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი და მე­კუთ­ვნო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სპორ­ტში… ღმერ­თმა იცის, რამ­ხე­ლა
შრო­მა გავ­წიე მე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. იმე­დია სინ­დი­სი მა­ინც შე­გა­წუ­ხებთ ოდეს­მე და აღი­ა­რებთ ამ არა­სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას…. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა თურ­მე, 2 ოლიმ­პი­ა­და ისე გა­ვი­ა­რე სა­დაც მე ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იმ სი­ხა­რულს და გა­მარ­ჯვე­ბებს ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს! რომ­ლე­ბიც მომ­პა­რეთ ეს უბ­რა­ლოდ რე­ა­ლო­ბაა და ფაქ­ტია...

თქვენ გგო­ნი­ათ, რომ მე გამ­ტე­ხეთ, რაც სულ გინ­დო­დათ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა … ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… მე დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი და ამას ვამ­ტკი­ცებ­დი მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე… უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად…. მე ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი! ვერ გამ­ტე­ხავთ!
მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ჩემ ქვე­ყა­ნას, ვინც გვერ­დში და­მიდ­გა და მიდ­გას და მად­ლო­ბა დღე­ვან­დელ დღეს ლა­შას და გე­ნოს, რომ­ლებ­მაც კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცეს, რომ ვებ­რძო­ლო უდი­დეს უსა­მარ­თლო­ბას! და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! მე ვაგ­რძე­ლებ და გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას და და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, მე სან­დრო ვარ ბა­ზა­ძე და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მე წა­გე­ბას არ ვე­გუ­ე­ბი და უსა­მარ­თლო­ბას! სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ არ წა­მი­გია და ანუ უსა­მარ­თლო­ბას ვებ­რძვი და გა­ვაგ­რძე­ლებ და და­ვა­მარ­ცხებ! მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თველ­ნო! არ გა­ჩერ­დე, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად! ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ის­ტო­რი­ულ დღეს!

ლაშა, გენო მიყ­ვარ­ხართ!“- წერს სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სან­დრო ბა­ზა­ძე 1/8 ფი­ნალ­ში მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეგ­ვიპ­ტელ ამერ­თან 14:15 და­მარ­ცხდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ამ ბა­ზა­ძის ას­პა­რე­ზო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფა­რი­კა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მსაჯ­თა კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს სა­ჩივ­რის წე­რი­ლით უკვე მი­მარ­თა. რო­გორც ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სან­დრო ბა­ზა­ძის მი­მართ, სა­ვა­რა­უ­დო უსა­მარ­თლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ზე ექ­ვსი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლია. ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ლაშა ბე­ქა­უ­რი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა ბრინ­ჯაო მი­ი­ღო, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა კი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად იზე­ი­მა.

წყარო: Ambebi.ge

alt"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

altფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

altსირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყოველი წარმატებული ჩხვლეტის მერე არ იხტუნაო და არ დახარჯო იმდენი ემოციები და მოიგებ. რასაც მე ვუყურებ შენ ფარიკაობას, ბრძოლაზე მეტ ენერგიას, ყოველი ჩხვლეტის აღნიშვნაში ხარჯავ. რა საჭიროა ამდენი ბღავილი და ხტუნაობა. ასე ვერასოდეს ვერ მოიგებ. ნერვები დაიწყნარე, უფრო ღირსეულად დადექი და ნახავ, როგორ მოვა გამარჯვება. წარმატებები შენ და ჩვენს ქვეყანას.
შენი გულშემატკივარი
12:51 11-08-2024
10
ფარიკაობა ყოველთვის ასოცირდებოდა ღირსეულ და არისტოკრატულ სპორტთან. მარტო სანდროს მხრიდან კი არა, ყველას მხრიდან გამაღიზიანებელი ეს ბღავილი ყოველი ჩხვლეტის შემდეგ. პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ემოციების მოთოკვის უნარი. და ვინ იცის, ამდენი ყვირილის აღნიშვნის ენერგიას დაპირისპირებაში რომ დებდეს, რა შედეგს დადებდა... გაცილებით უფრო მეტად დაუჩაგრიათ სხვა სპორტში ჩვენი სპორტსმენები, მაგრამ წყობიდან არ გამოსულან.
Lasha
14:58 11-08-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული