ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლას განაგრძობს. მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას სან პაულო 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა
ზადიშვილი ხმლით შეხვედრაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ორღობის მსოფლიო თასების მოგებით, ბიუჯეტიდან ყოველი წლის ბოლოს ასი დიახ ასი ათასობით ლარი გაედინება სპორტის ჩინოვნიკების ჯიბეებში, სპორტსმენებსაც რა საკვირველია რჩებათ რაღაც! თუმცა ეს არის ბიუჯეტის კლასიკურად გატყავების უმაგრესი ფორმულა!
თაზო
14:28 21-02-2025
2
ირმა, ულამაზესო ქართველო ქალბატონო! გილოცავ! და დიდი მადლობა! შენნაირები ჭირდება ჩვენ ქვეყანას, გაიხარე და კიდევ ბევრჯერ გაახარე ჩვენი სამშობლო! გვიყვერხარ და გგულშემატკივრობთ მთელი ერი!
alexandre
13:13 21-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული