ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: რუსებს, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჯობდა საკუთარ კონსტიტუციაზე გვეფიქრა...

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუსმა ოლეგ ვასილიევმა "სპორტ ექსპრესთან" ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.

"არ ვიცი, რა ხდება მინსკში, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, შეკრებაზე ვართ და წინ შეჯიბრება გველოდება. არაფერი შეცვლილა, მინსკში მიმდინარე მოვლენების ტალღებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

ყინულის მოედანი მუშაობს, ახლაც "მინსკის არენაზე" ვარ, ვსადილობ. არანაირი შეჩერება, არც გუშინ, არც დღეს, არც ხვალ.

ინტერნეტთან დაკავშირებით სირთულე არის, კონკრეტულად, სოციალურ ქსელში შესვლა ჭირს ხოლმე. და საერთოდ, ამაზე რატომ მეკითხებით? ყვითელი სათაურის წყაროს ეძებთ?

დაიმახსოვრეთ,
ჩვენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. რუსები მსგავსი საკითხებით მაშინ უნდა დავფიქრებულიყავით, როცა ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციას ცვლიდნენ. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა ვასილიევმა.

მოგეხსენებათ, 9 აგვისტოს ბელარუსის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების დასრულებისთანავე მინსკსა და რამდენიმე ქალაქში არეულობები დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული