ოლიმპიადის ქართული ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში

AutoSharing Option
საფინა-ბერულავას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში პეკინი-2022-ის ლიცენზია მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები ობერსდორფში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე - Nebelhorn Trophy თამაშდება.

საქართველო წყვილებში და სპორტულ ცეკვებშია წარმოდგენილი. წყვილებში ოლიმპიური საგზურის მისაღებად საჭირო იყო საუკეთესო სამეულში მოხვედრა, რაც კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეძლო კიდეც, სპორტულ ცეკვებში კი ოლიმპიურ ლიცენზიებისთვის ოთხეულში მოსახვედრად მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას სპორტული წყვილი აგრძელებს ბრძოლას.

წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები ბელარუს, ჩინელ და ესპანელ წყვილებთან ერთად ობერსდორფის ტურნირის ფავორიტებს შორის იყვნენ, რაც
მოკლე პროგრამაშივე გამოჩნდა კიდეც. საფინა-ბერულავას წყვილი სავალდებულო, იგივე მოკლე პროგრამაში 66.46 ქულით საუკეთესო იყო, თავისუფალ პროგრამაში 111.70 ქულით - მესამე. ორივე პროგრამის ჯამში ჩვენმა მოციგურავეებმა178.16 ქულა დაიმსახურეს და მესამე ადგილით ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს.

ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი კაზაკოვა-რევიას წყვილი. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამაში 66.95 ქულით მეხუთე შედეგი ჰქონდათ და ლიცენზიის მისაღებად მდგომარეობა ერთი საფეხურით უნდა გაიუმჯობესონ.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული