"ყველა გაკვირვებული იყურებოდა, გაოცებას ვერ მალავდნენ" - მორის ყვითელაშვილის კომენტარი პირველი გამოსვლის შემდეგ

AutoSharing Option
მორის ყვითელაშვილმა ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, 4 თებერვალს, მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე (კაცები, მოკლე პროგრამა) 92.37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.

გამოსვლის შემდგომ მან კომენტარი გააკეთა:

"ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. თითქოს სხეული არ მემორჩილებოდა, თუმცა მივიღე ის შედეგი, რაც დავგეგმე. გადავხედავთ პროტოკოლს, ვნახავთ, თუ რა იყო შეცდომები და შემდეგისთვის გამოვასწორებთ.

როდესაც ოლიმპიურ სოფელში მოვედი, ყველა გაკვირვებული, გაფართოებული თვალებით იყურებოდა და გაოცებას ვერ მალავდნენ.

მეორედ ვარ ოლიმპიადაზე და აქაური ატმოსფერო ყოველთვის მმუხტავს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

რა
თქმა უნდა, ჩემი მიზანი ინდივიდუალურშიც და გუნდურშიც მაქსიმუმის გაღებაა, შემდეგ კი ვნახოთ, რა შედეგი დადგება", - თქვა ყვითელაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეტი შეგიძლიააააააა
შულაია
15:57 04-02-2022
1
გაკვირვებული რატომ უყურებდნენ ვერ გავიგე
ბადრი
15:48 04-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული