საფინა და ბერულავა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო ჩემპიონების ტიტული, პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ქართველმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ მოიპოვა.ისინი პირველი ქართველი წყვილია ჩემპიონის ამ მაღალი სტატუსის მატარებელი.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო ათეულის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მე-4 ადგილის მოპოვების შემდეგ ეს ბოლო საერთაშორისო სტარტი 2021-2022 წლების სპორტული სეზონის წარმატებული ლოგიკური დასასრულია. ვულოცავთ საფინა- ბერულავას წყვილს, მათ მწვრთნელებს, ქართველ გულშემატკივრებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე ერთგულად
გულშემატკივრობდნენ საქართველოს გუნდს.

ტალინის ყინულის მოედანი ნამდვილად რომ შედეგიანი აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენებისათვის, 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილიც , სწორედ ამ დარბაზში, პირველად ისტორიაში, გახდა ვერცხლის მედლის მფლობელები სპორტულ ცეკვებში და რაოდენ საამაყოა, რომ ორი წლის შემდეგ ქართული დროშა გამარჯვების ნიშნად კვლავაც აფრიალდა , მხოლოდ ამჯერად ქართული ჰიმნის ქვეშ. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს მომავალი სეზონის სტარტებზე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის.ეროვნებით ქართველი ლუკა ბერულავა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ფიგურულ სრიალში.ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ნიჭიერი ერი ვართ.ასევე ულოცავ მის მეწყვილეს კარინა საფინას და ტრენერს.
ამაშია საქმე
20:41 16-04-2022
0
წარმოუდგენლად დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის. რა პირობები აქვთ, სად და როგორ ვარჯიშობენ? პირველ რიგში ეს კითხვა დამებადა. ბრავო. წარმატებას გისურვებთ.
G.LA
16:01 16-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული