საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
ერთი სტანდარტული 5ათასიანი დარბაზი რა გახდა.ისედაც სირცხვილია რომ არ გაგვაჩნია
კახა ქ.
28 იანვარი 2023 21:06
2
კი შევთავაზე მე წულუკიანს, ბიძომ სოფელში რომ 10 ათასიანი საკონცერტო დარბაზი აგვიშენა და ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 2 მილიონი რომ იხარჯება მის შენახვაზე, გადავაკეთოთ საციგურაო დარბაზად, მაგრამ დღემდე დუმან. არადა ესენი, რომ ხელისუფლებიდან წავლენ, ნაწილ-ნაწილ დაშლიან და ჯართში გაუშვებენ თურქეთში.
ჟორა გაბრიჭიძე
28 იანვარი 2023 22:32
8
რა მნიშვნელობაა ააქვს სად დაიბადა.ეხლა საქართველოს სახელით ხომ გამოდის,შემოხვეული აა აქვს ჩვენი დროშა.ოქრის გოგოა,ულოცავ .ასაცილებლად და საქართველოსაც.(ეგრე მაშინ საფრანგეთის და ჰოლანდიის ნაკრებები რომ ავიღოთ ფეხბურთში,ხომ წარმოგიდგენიათ.....)
კახა ქ.
28 იანვარი 2023 21:03
2
ისე ლამაზად გამოვიდა ეს ლამაზი გოგო არ შეიძლება, რომ არ აღრფთოვანდე, მიკვირს რატომ არა აქვს მეტი დადებითი ემოციური გამოხმაურებები, ეს ხომ სპოტი და ხელოვნებაა! ნუთუ ამ სიხარულის ნებართვაც ვინმესგანაა საჭირო?!
ლეო
28 იანვარი 2023 20:56
3
მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ზამთრის სახეობების სასახლეა ასაშენებელი!!!
1964 ავთო
28 იანვარი 2023 20:50
2
აუცილებელია, საქართველომაც დააფასოს ღირსეული ქართველობისათვის!
შალვა
28 იანვარი 2023 20:26
2
მართლა მიხარია, არა აქვს მნიშვნელობა ქართული გვარის მატარებელია თუ არა, გულით და სულით ვულოცავ, სქართველოს ისტორიაში ჩაეწერება, სიცოცხლით სავსე გოგოა, ბედნიერება მისცეს უფალმა, დალოცვილი იყავი , შვილო!
შალვა
28 იანვარი 2023 20:24
4
ყოჩაღ გუბანოვას რომელმაც კარგად გამოიყენა რუსების არყოფნა,შრომით და სიბეჯითით თვითონაც გაიმარჯვა და ჩვენც გაგვახარა.მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს რომელმაც ყველაზე მაგარი გოგო აირჩია საქართველოს ნაკრებისთვის.იმედია ჩვენები არ შეგვარცხვენენ და ღირსეული პრიზებით დააჯილდოვებენ ყველას.
გილოცავთ
28 იანვარი 2023 20:15
4
ძალიან კარგი წარმატებები ❤️
ლაშა19
28 იანვარი 2023 20:12
3
ძალიან კარგი წარმატებები ❤️
ლაშა19
28 იანვარი 2023 20:12
3
კარგია!ყველას გაუმარჯოს,ვისაც საქართველოს დროშით გამოსვლა სურს და, მით უფრო მათ,ვინც ამ დროშის ქვეშ იმარჯვებს.
კოტე
28 იანვარი 2023 20:12
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული