საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
ალინა კაბაევაც ხომ არ გადმოვიბიროთ, ტანვარჯიშშიც არ გვაწყენდა ოქრო. )))) რა მართალი უთქვამს ბოსხკამპს....მოკლედ ჩვენი საშველი არ ოქნება რა.
ვაი თქვენს პატრონს
29 იანვარი 2023 07:19
1
ვაშლი ხომ სრყლად გაყოდე ორჯონიკიძეში, ხო არ ჩაგიწვა ტავარი? ))
ჟორა გაბრიჭიძე-ს
29 იანვარი 2023 06:14
3
აბას ისე უყვარს საქართველო, როგორც მე ნაურუ.))
კარგით რა
29 იანვარი 2023 06:04
5
გენაცვალოს დედიკო გურანდუხტი შვილო )))))))))))))
რუსეთს რაააა?
29 იანვარი 2023 05:57
2
რუსია. რუსეთში დაიბადა. რუსეთში ცხოვრობს. რუსეთში ვარჯიშობს.
რატომ ვეხმარებით რუსებს სანქციების არიდებაში?
ქ. გ.
29 იანვარი 2023 03:47
46
რომელი სანქციების? გოგო 2021 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის.
გივი
29 იანვარი 2023 10:31
6
ამ ჩვენს ძალად პატრიოტებს ხომ სტანდარტები და პრინციპები არა აქვთ.
odala
29 იანვარი 2023 10:04
6
ყველა გამოხმაურება
ვისაც ეს ამბავი გიხარიათ...

(არ დაბლოკოთ კომენტარი გინების გამო)
ქ. გ.
29 იანვარი 2023 03:11
41
ვისაც არ მოგწონთ ...
გ.გ
29 იანვარი 2023 09:40
8
აწი ღრუსების პირიდან ვერ ამოვალთ. უკვე გვაყვედრიან (ღრუსული მედია და სოც-ქსელები). :( ამიტომ არ ვუჭერ მხარს სპორტსმენების ე.წ. ,,ნატურალიზაციას", თან საიდან? ურდოდან.
რატი
29 იანვარი 2023 02:06
29
რა მოღალატეები, რას ბოდავ, შე გ.....ლო, თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყამს? დავით ყიფიანი (სხვა სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენებზე არაფერს ვამბობ) იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ექცეოდა შენი და შენნაირების ძვირფასი სსრკ (შოვინისტური ღრუსეთი) არარუს სპორტსმენებს. თბილისის დინამო - აი, რითი ვამაყობდით. სსრკ-ში, ხალხთა საპყრობილეში, მსგავსი რამეები თუ გვინარჩუნებდა ეროვნულ თვითმყოფადობას. 2. რიგითი რუსი ხალხი ირჩევს და მხარს უჭერს პუტლერს, ომობს და იარაღს ამზადებს. ეს არ იცოდი, ,,ტო"?
რატი
29 იანვარი 2023 21:24
0
შენ და შენი მშობლები ფეხბურთზე არ ხართ დასაშვები- სლავა მეტრეველი და სხვა წარმატებული ფეხბურთელი- ყველა რუსეთში მოღვაწეობდა და ამით ვამაყობდით. ეხლა სახლში დაადგინე რატომ ხართ ოჯახი მოღალატეები და სტადიონზე რატომ დადიოდით
გამოუქვეყნეთ
29 იანვარი 2023 11:17
5
ყველა გამოხმაურება
ღირსია, ღირსი და დაიმსახურა რომ დავიტოვოთ "ჩრდილოეთელ პატარძლად".
პლეხანოვზე გაზრდილი
29 იანვარი 2023 01:36
8
მაგრად გამიხარდა, მერე რა რომ ეროვნებით რუსია, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა ისტორიაში პირველად ამ სახეობაში. მადლობა ვუთხრათ ამ გოგოს რომ საქართველოს სახელით გამოდის, არ მგონია ევროპის ნებისმიერ ქვეყანას უარი ეთქვა ასეთი მოციგურავის ნატურალიზებაზე.
ზოლა
29 იანვარი 2023 00:37
5
როგორც მახსოვს, ყინულის სპორტის სასახლე დიდუბეში ახლანდელი "ელიავას" ბაზრობის ადგილზე უნდა აშენებულიყო. დასაზუსტებლად კითხეთ ჩვენს ერთ-ერთ სახელოვან "ყინულის კაცს" - ირაკლი ჯაფარიძეს!
ვაჟა მასწავლებელი
29 იანვარი 2023 00:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული