ანასტასია გუბანოვა 14 თებერვალს მოსკოვში, ცსკა-ს სახელობის დარბაზში დაგეგმილ სამოყვარულო ფესტივალზე გამოვა.
აქვე გეტყვით, რომ ეს შეჯიბრება ოფიციალური ტურნირი არ არის და სპორტსმენი არც საქართველოს სახელით არ იასპარეზებს.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ფიგურულ ციგურაობაში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
წყარო: Sports.ru