"ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს" - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
Sports.ru-მ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს მოსკოვში, ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ცსკა-ს სახელობის დარბაზში დაგეგმილ სამოყვარულო ფესტივალზე, საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება გააკეთა:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული
სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
დისლაიკებით ობიექტურ რეალობას ვერ შეცვლით.
შოუში მონაწილეობას მიიღებს.
იმედია, რუსების "ნატურალიზაციის" ენთუზიასტები აღიარებენ შეცდომას.
ქ. გ.
09 თებერვალი 2023 10:04
5
საქართველოს ფედერაციამ განცხადება კი გააკეთა, მაგრამ განცხადების გაკეთება ყველას შეუძლია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუბანოვა მოსკოვის შოუში მონაწილეობას მიიღებს.
თათარკაა, რუსეთში დაიბადა, რუსეთში ცხოვრობს, რუსეთში ვარჯიშობს.
ქ. გ.
09 თებერვალი 2023 02:42
23
ძალიან მეეჭვება თვითონ რომ მსდომებოდა მაგ გოგოს მანდ გამოსვლა :) ცსკა-ს დარბაზში თუ ტარდება მითუმეტეს. მაგ გუნდის დაწუნებულია ანასტასია და საკმაოდ სკანდალურად გამოაგდეს. რუსული მედიის ხრიკებია ეგ, თვითონ გაცილებით სერიოზული საქმეები აქვს წინ ვიდრე რაღაც წარმოდგებენებში მონაწილეობაა
._.
08 თებერვალი 2023 21:59
3
სანეევს რუსული გვარი ქონდა მსოფლიო სპორტის ლიდერი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონო იყო, მაგრამ შოვინისტმა და არაკაცმა რუსებმა მოსკოვის ოლიმპადაზე ჩირაღდანი არ აანთებინეს რადგან საქართველოს სახელით გამოდიოდა!
irakli
08 თებერვალი 2023 19:55
7
ისე თქვენც რომ გაგეაზრებინათ ბატონო ხვიჩა რასაც წერთ, ცუდი არ იქნებოდა. ძალიან რთული მისახვედრი არ არის რას გულისხმობდა ირაკლი. დიახაც, სანეევი საქართველოს სახელით გამოდიოდა, ისევე როგორც დავით ყიფიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ წაიყვანეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ისიც საქართველოს სახელით გამოდიოდა. სხვაც ბევრია მსგავსი მაგალითი.

და თუ თქვენ რუსეთის ძაგება გეწყინათ, ეგ სხვა ამბავია. ჯობდა ეგ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაგეფიქსირებინათ.
ხვიჩას
09 თებერვალი 2023 10:26
2
მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს ჩატარდა და სანეევი საქართველოს სახელით გამოდიოდა? წინასწარ გაიაზრეთ ხოლმე სანამ დაწერთ
ხვიჩა
09 თებერვალი 2023 00:04
3
დაანებეთ ამ გოგოს თავი. რას გადაეკიდეთ. ომამდე აირჩია საქართველო.
სხვა ქვეყნებიც არსებობს ჩვენ გარდა მარა საქართველო არჩია და შეარგეთ ჩემპიონობა.
darwin
08 თებერვალი 2023 19:17
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული