ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გამართულ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გასული წლის ევროპის ჩემპიონმა, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა მოიპოვა ჯამში კი 202.52 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მეტელკინა-ბერულავამ წყვილთა თანრიგში ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ! შესანიშნავი შესრულება იყო! ძალიან ძლიერი წარმომადგენელი გვყავს!
მადლობა
14 იანვარი 2024 12:16
1
ძალიან ლამაზი შესრულება იყო.საინტერესოა, პირველადგილოსანი რამდენად უკეთესი იყო?
ნიკო
14 იანვარი 2024 10:36
1
ჩემპიონიც კარგი იყო,მაგრამ გუბანოვა,ბოლო ხანებში,სულ ჩიოდა,მსაჯები ქულებს მაკლებენო.მის მოკლე პროგრამასაც ვუყურე და სხვებთან შდარებაში მიძლია ნდავადასტურო,რომ მას ქულები დააკლეს.მასზე მეტი შცდომა ჰქონდა,ჩემპიონს,გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა,რომ ნახტომებში,მას ბრუნები არ დაუსრულებია,თუმცა მაინც სრულყოფილ ნახტომებად ჩაუთვალეს და თანაც გუბანოვას უსაფუძვლოდ დაკლებულ ქულებთან ერთად,სოლიდური უპირატესობა გაუნაღდეს.ნებისმიერ პროგრამაში,გუბანოვამ ულამაზესი და სუფთა სრიალი შემოგვთავაზა, მისი მოწინააღმდეგეც კარგი იყო,მაგრამ შეცდომები მაინც ჰქონდა,სამაგიეროდ მსაჯებს გაეთამაშა,სრიალის დროს,უშუალოდ მსაჯებთან მისრიალდა,მათ ცხვირწინ ასწია ფეხი და დატრიალდა და თავისუფალ პროგრამაშიც,უშუალოდ მსაჯებთან მისრიალდა და ბორტთან დაასრულა გამოსვლა.შესაძლოა ობიექტური მსაჯობითაც გაემარჯვა,კარგად ისრიალა,მაგრამ მსაჯებმა რომ აშკარად წაახმარეს ხელი,მაგაზე თავს დავდებ.ქულებში ამხელა უპირატესობას არაფრით იმსახურებდა.ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა,ტატიანა ტარასოვამაც და კიდევ რამდენიმე სპეციალისტმაც აღნიშნეს,მსაჯების გადახრები,ასე რომ ჩემი შთაბეჭდილებების სამართლოანობაში,მათმა სიტყვებმაც დამარწმუნა.ანასტასია გუბანოვამ აღნიშნა,რომ მედლის იმედი არ ჰქონდა და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის სრიალებდა,თუმცა სავალდებულო პროგრამის შემდეგ,შეფასება რომ დაინახა,აშკარად გაბრაზებული იყო,მსაჯებზე და ისევ მწვრთნელმა გააჩუმა.გამოსვლებს იუთუბიზე ვუყურებდი და რუსი გულშემატკივრების ნაწილი,საკმაოდ აგრესიულები იყვნენ რუსეთიდან წასული და სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მოსრიალე რუსების მიმართ,უმეტესობა,მათ მიმართ,კეთილგანწყობას გამოხატავდნენ და ამ იზოლაციას,საკუთარ მთავრობას აბრალებდნენ,თუმცა არც იმას მალავენ,რომ გული სწყდებათ,რუსი მიციგურავეების არ მონაწილეობის გამო და სამართლიანად აღნიშნავდნენ,რომ ჩემპიონატის დონემ,ამით საგრძნობლად იზარალა.იუთუბიზე დადებულია ჩანაწერები და შეგიძლიათ ნახოთ.
სოსო
14 იანვარი 2024 16:24
1
ძალიან ლამაზი სპორტია საყურებლად და ხშირად ვუყურებ ხოლმე. რა მჭირს, ქართველობას ხო არ მართმევენ და ხო არ ვრუსდები? )))
ხვიჩა
14 იანვარი 2024 10:08
1
რუსებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა ეკრძალებათ და ჩვენ საქართველოს დროშა დავაჭერინეთ სამარცხვინოა არავის სჭირდება ასეთი მედლები... ეს იგივეა რუსეთის ჰოკეის გუნდს რომ საქართველოს ფორმა ჩავაცვათ და რამე მოიგონ...
912
14 იანვარი 2024 06:13
9
ყინულზე, ზღაპარივით ლამაზი იყო.მაინც ვფიქრობ,რომ მსაჯებმა დაჩაგრეს,ჩემპიონისაგან განსხვავებით.მოკლე პროგრამაში,ეს უფრო საგრძნობი იყო.ასეა თუ ისე,ვერცხლის მედალიც შესანიშნავი შედეგია და ვულოცავ!ვულოცავ დიანა დევისისა და გლებკოვის დუეტსაც,რომლებმაც შესძლეს და 7 ადგილიდან,საპრიზო სამეულში შეაღწიეს.დიანა დევისი,ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია.
სოსო
13 იანვარი 2024 23:36
1
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი!!!
კოკო
25 იანვარი 2024 19:38
0
ბოდიშს ვიხდი,არასწორი ინფორმაციისაათვის.ცხრილი ვნახე,სადაც დევისი,გლებკოვის დუეტი,მესამე ადგილზე იყო.აღმოჩნდა რომ ეს მიმდინარე ცხრილი ყოფილა,საბოლოო ჯამში კი,მერვე ადგილი აუღიათ.ყველას გილოცავთ,ძველით ახალ წელს და გისურვებთ,ყველაფერი ცუდი,წარსულ წელში დარჩენილიყოს,ეს წელი კი,ბედნიერი,მშვიდობიანი,ბარაქიანი და ნაყოფიერი ყოფილიყოს.ღმერთი ჰფარავდეს,საქართველოს!მოგვცეს სიკეთე,გონიერება,შრომის სიყვარული,ერთად დგომის და სამშობლოს სიყვარული.თუ ერთად ვიქნებით,ვერავინ გვაჯობებს.
სოსო
14 იანვარი 2024 01:01
1
ყველანაირად ულამაზეს იყო, ჩემპიონობასაც იმსახურებდა!!!
ლეო
13 იანვარი 2024 23:00
1
წარმატებები!!!
The
13 იანვარი 2024 22:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული