საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში, რომელიც ამავდროულად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.
გოგონათა შეჯიბრება ლატვიაში, ქალაქ დაუგავპილსში ჩატარდება, ხოლო ვაჟთა ტურნირს თბილისი უმასპინძლებს.
რაც შეეხება 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს, ის ვაჟთა შორის ალბანეთში ჩატარდება, გოგონების ტურნირი კი უნგრეთში გაიმართება.
საქართველოს გოგონათა U16 ნაკრები "ა" ჯგუფში მოხვდა რუსეთის, უკრაინისა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად. "ბ" ქვეჯგუფში კი ლიეტუვა, ბელარუსი, ლატვია და პოლონეთი ითამაშებენ.
საქართველოს ვაჟთა U17 ნაკრებიც "ა" ჯგუფში იქნება
და ღირსეულად გამოსვლას სომხეთის, ესტონეთის, უკრაინისა და ბელარუსის გუნდებს შორის ეცდება. "ბ" ჯგუფში კი რუსეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა არიან.
თბილისში თამაშები დიღომში მდებარე ვ. კაჭარავას სახელობის "ფრენბურთის არენაზე" 9 მარტს დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უკრაინასთან ამავე დღეს, 15:00 საათზე გამართავს.
თბილისის შეჯიბრების განრიგი კი ასეთია: