თემურ ვედიაპინი: უვარჯიშებლად გვიწევდა თამაში, რაც ძალიან რთულია

AutoSharing Option
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, 18 წლის თემურ ვედიაპინი, კარიერას კანადურ "მანივაკის მუსტანგებში" (Mustangs de Maniwaki club junior) გააგრძელებს.

თემური სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა. ის ასევე მონაწილეობას ღებულობდა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთში და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახლდათ. 2015 წელს ის ასევე მონაწილეობდა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისა და ფინეთის ჰოკეის გადამზადების ბანაკში.

თემურს დღეს მთავარი პრობლემა მომზადებასთან დაკავშირებით აქვს. ზაფხულში თბილისში არ არის სივრცე, სადაც ის კანადამდე ყინულზე მოემზადება. ხოლო ბათუმში მომზადება გარკვეულ ფინანსებს საჭიროებს.

ჩვენ
საქართველოს ნაკრების პერსპექტიულ ფორვარდს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, გკითხავ, როდის და სად დაიწყო შენი კარიერა?
- ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველად დავდექი ყინულზე. მაგ დროისთვის ყალიბდებოდა გუნდი და გადავწყვიტე ჰოკეის თამაში. კარიერა დავიწყე თბილისში, გუნდ "ყინულის რაინდებში".

- მინდა, მოგილოცო შენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი კანადაში. რას ნიშნავს შენთვის იქ თამაში და რა პერსპექტივებს ხედავ?

- ყველაფერს ნიშნავს, ძალიან დამაკმაყოფილებელი კონტრაქტია და ვეცდები, ერთწლიანი ხელშეკრულება გავახანგრძლივო. კანადაში 10 აგვისტოს მივფრინავ, რის შემდეგაც დავიწყებ ასპარეზობას.

- რა იყო მთავარი სირთულე შენს კარიერაში?

- ის, რომ უვარჯიშებლად გვიწევდა თამაში, რაც ძალიან ძნელი იყო.

- ყველაზე ახალგაზრდა იყავი ტურნირზე წინა მსოფლიო ჩემპიონატზე. რას ნიშნავს საქართველოს ნაკრების ფორმით თამაში?
- ჩემი აზრით, დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს ღირსების დაცვა.

- რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ნაკრებს? შენი აზრით, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა უკვე მეორე დივიზიონში ვიქნებით, რა შედეგებს დავაფიქსირებთ?
- ალბათ, ორი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ მეორე, B დივიზიონის მოგება მოვახერხოთ.

- რას ფიქრობ, რა არის საჭირო საქართველოში ყინულის ჰოკეის განსავითარებლად?
- პირველ რიგში, უნდა აშენდეს სტანდარტული ყინულის მოედნები და შემდეგ ყველაფერი იქნება.

- ზოგიერთი ადამიანის მხრიდან არის კრიტიკა, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი მოთამაშეა რუსეთიდან. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობ?
- მე ვფიქრობ, ლეგიონერი არ უნდა ჰყავდეს საქართველოს ნაკრებს, თუმცა ბიჭები თამაშების მოგებაში დაგვეხმარნენ.

- შესაძლებელია უახლოეს მომავალში ადგილობრივი ჰოკეისტებით ჩანაცვლება?

- რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ სტანდარტული ყინულის მოედანი გაკეთდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ აბნევთ ხალხს სად ჰყავს ლეგიონერი ნაკრებს ესენი ყველანი ფესვებით ქართველები არიან და გვარს რა მნიშვნელობა აქვს როგორი ექნება
lasha
12:20 25-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული