facebook.com/GIHNF/
22 აპრილს მექსიკაში, ჩვენი დროით 01:30 საათზე საქართველო ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი შეხვედრა გამართა.
ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ჩვენი მხრიდან გოლები არტიომ კოზიულინმა, ალექსანდრე ვასილჩენკომ, ბორის კოჩკინმა (23) და სემიონ ხარიზოვმა გაიტანეს.
როლანდ სვანიძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 აპრილს, ჩვენი დროით 05:00 საათზე მასპინძელ მექსიკასთან გამართავს.
საქართველოს ჰოკეის ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
24 აპრილი
ახალი ზელანდია-საქართველო 22:00
27 აპრილი
საქართველო-ისლანდია 01:30
27 აპრილი
ისრაელი-საქართველო 22:00
თქვენნაირები იყვნენ, 50-60-იანებში რომ ქართულ რაგბზე იყვნენ "აცრილები". კიდევ კარგი რომ არავინ გეკითხებათ რომელი სპორტის განვითარებაა საჭირო