საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

AutoSharing Option
facebook.com/GIHNF/

22 აპრილს მექსიკაში, ჩვენი დროით 01:30 საათზე საქართველო ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი შეხვედრა გამართა.

ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ჩვენი მხრიდან გოლები არტიომ კოზიულინმა, ალექსანდრე ვასილჩენკომ, ბორის კოჩკინმა (23) და სემიონ ხარიზოვმა გაიტანეს.

როლანდ სვანიძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 აპრილს, ჩვენი დროით 05:00 საათზე მასპინძელ მექსიკასთან გამართავს.

საქართველოს ჰოკეის ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

24 აპრილი
ახალი ზელანდია-საქართველო 22:00

27 აპრილი
საქართველო-ისლანდია 01:30

27 აპრილი
ისრაელი-საქართველო 22:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი მხრიდან სულ ძირძველ ქართულ გვარებს შეუყრიათ :D
7
არ არის საჭირო ამ სპორტის განვითარება საქართველოში.
ქართველი გულშემატკივარი
14:37 22-04-2019
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული