საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: iihf.com

27 აპრილს საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის B ჯგუფში მეოთხე შეხვედრა ისლანდიასთან გამართა და ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმო ანგარიშით 2:3. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრებს პირველ პერიოდს 0:3 აგებდა, შემდეგ სხვაობა პირველივე პერიოდში მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო დანარჩენი ორი პერიოდი 2:0-2:0 მოიგო.

გატანილი გოლების ავტორები არტიომ კოზიულინი, ოლივერ ობოლგოგიანი (3), არტიომ კურბატოვი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი და ალექსანდ ვასილჩენკო გახდნენ.

4 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. ისრაელი              4 11 3 1 0 0 25:13
2.
ახალი ზელანდია  4 9 3 0 0 1 24:14
3. საქართველო        4 6 2 0 0 2 15:20
4. ისლანდია           4 6 2 0 0 2 22:13
5. ჩრ. კორეა           4 3 1 0 0 3 17:29
6. მექსიკა               4 1 0 0 1 3 9:23

როლანდ სვანიძის შეგირდებმა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს და გავარდნა აღარ ემუქრებათ.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ლიდერ ისრაელთან 27 აპრილს ჩვენი დროით 22:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ადრე წავიკითხე რომ აქაურები არიან ჩვენ ნაკრებში მყოფი რუსული გვარის მქონე ჰოკეისტები ასე რომ მიხარია ბიჭების წარმატება სტიმულს მისცემენ დანარჩენებს აბა თქვენ იცით საქართველოში თუ იქნება თამაში სიამოვნებით დავესწრები
NIGHT
14:12 27-04-2019
0
ზოგი გლობალურ დათბობას პროგნოზირებს, ზოგი გამყინვარებას.ან სულ გალღვება ეს ყინული ან სულ გაიყინება ყველაფერი. ჰოდა შეიძლება ჩვენი სპორტიც გახდეს, გააჩნია, როგორ წავა საქმე.

მიდით ბიჭებო მიდით, ცოტა უცნაური გვაები ვნახე, მაგრამ შედეგიდან ამომდინარე - მაინც მიდით ბიჭებო მიდით
kote
12:06 27-04-2019
1

სიახლეები პოპულარული