ლუკაშენკომ კორონავირუსი გააუქმა და ამბობს, რომ სჯობია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე დაჩოქილი

AutoSharing Option
ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები არ შეაჩერა და საწარმო "ბელგიპსის" შრომით კოლექტივთან შეხვედრაზე შემდეგი განაცხადა:

"მე იმავე ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორითაც აქამდე ვცხოვრობდი. გუშინ ჰოკეის გუნდთან ერთად ვივარჯიშე. ერთმანეთს ვხვდებით, ხელს ვართმევთ, ვეხვევით, ვურტყამთ და ა.შ.".

მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან კომენტარიც გააკეთა:"სჯობია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილი. რატომ არ უნდა ვითამაშოთ? აქ არავითარი ვირუსი არ არის. თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ისინი დაფრინავენ? მეც ვერ ვხედავ. სპორტზე უკეთესი ანტივირუსული წამალი არ არსებობს".

ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც
ფეხბურთის ჩემპიონატი არ შეჩერებულა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ღმერთო შენ დაიფარე ბელარუსია
2
ხო ეგრე გააგრძელე და აიწებებ შენც ბატკა...
buba
20:26 28-03-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული