ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ გამოსცა №329-ე ბრძანება "ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ნაკრები გუნდების შესახებ სპორტის სახეობებში", რომელშიც მითითებულია ჯარიმები და სხვადასხვა სანქცია ეროვნულ გუნდში არგამოცხადების ან/და შემდგომში სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემთხვევაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ სპორტსმენი სისტემატურად არ ცხადდება ეროვნულ ნაკრებში, მას მოუწევს ჯარიმის სახით იმ თანხის გადახდა, რაც მის მომზადებაში სახელმწიფომ ჩადო.

ასევე, იგივე სანქცია გავრცელდება იმ სპორტსმენზე, რომელიც ბელარუსის სახელით ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ პასპორტი შეიცვალა, სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა და იმ ქვეყნის სახელით განაგრძობს სპორტულ ასპარეზობას.

ასევე, ბრძანებაში წერია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, სპორტსმენები აუცილებლად უნდა იქნენ გათავისუფლებულნი სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან და ეროვნულ გუნდში ყოფნის პერიოდში გაცდენილი დღეები ანაზღაურებული უნდა იყოს.

კ ო მ ბ ლ ე
საღოლ! აი ეს მომწონს, წააგე? წადი, ოლიმპიური სისტემაა.....
gaga
იწერება ბელორუსი იკითხება ბელარუსი.
burdgu
რა როგორ დაადებენ 100000$ და იყოს მერე
თემო
ხვიჩა, როდის ისწავლი წერას? ბელარუსი და არა ბელორუსი. დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ, რა გახდა
Jigar
ა, კაცი!
სოსო
თითქოს კარგია,მაგრამ გუნდურ სახეობაში მაინც ხარჯების გაანგარიშებას როგორ აპირებენ?ეტყობა ბელარუსიდანაც გარბის ხალხი.
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ჟირინოვსკი: ლუკაშენკო სამყაროს დასცინის, ყველა სტადიონზეა, თვითონ ჰოკეის თამაშობს
ლუკაშენკოს კრიტიკის შედეგი: ბელარუს ფეხბურთელს ჯარი ან ციხე ელოდება
ლუკაშენკომ კორონავირუსი გააუქმა და ამბობს, რომ სჯობია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე დაჩოქილი
კატამ თხარა, თხარაო, ლუკაშენკო გამოთხარაო - "შახტიორის" ავსტრიელმა ფორვარდმა "ბაწკას" არასერიოზული უწოდა
ბელარუსი კალათბურთელი ლუკაშენკოს: შენ ჩემი პრეზიდენტი არ ხარ
ლუკაშენკო: ჩვენს მოკრივეებსა და მოჭიდავეებს დანაშაულებრივ დაჯგუფებებში გაერთიანების საჭიროება აღარ აქვთ