ფინელ მეკარეს სქესის დასადგენად შარვლის ჩახდა მოსთხოვეს

AutoSharing Option
ფინეთის ქალ ჰოკეისტთა ნაკრების ყოფილმა მეკარემ, 33 წლის ნოორა რიატიუმ გაამხილა, რომ ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა, სქესის დასადგენად მატჩის შემდეგ შარვლის ჩახდა მოსთხოვეს.

13 წლის ასაკში რიატიუმ მსობლიურ ქალაქ ესპოოს გუნდში ტამისაარელთა წინააღმდეგ ითამაშა. პირველი მატჩი, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია, მეტოქის დამაჯარებელი გამარჯვებით დასრულდა, საპასუხოში ნოორამ გოლი არ გაუშვა და 1:0 მოიგეს.

ამის გამო ტამისაარული გუნდის ფეხბურთელთა მშობლები აღშფოთდნენ, ხოლო მწვრთნელმა სქესის დადგენა მოითხოვა: "ეს მართლა გოგოა? ეს ბიჭია! აუცილებლად შესამოწმებელია".

"საშხაპეში უნდა წავსულიყავი და შარვალი ჩამეხადა. ასეთი მოთხოვნები
მესმოდა. ტირილი და ყვირილი დავიწყე, რომ გოგო ვარ და არაფერი მაქვს დასამტკიცებელი", - წერს რიატიუ თავის ავტობიოგრაფიაში.

ნოორას მამამ პასპორტის ასლი მეტოქეს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მათ ბოდიში მოიხადეს, - იტყობინება IS-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ჰოკეის თამაშობდა ფეხბურთელთა მშობლები რატომ აღშფოთდნენ !?
ვერ გავიგე :)))
12:38 18-10-2022
1
აბა თუ მიხდებით ! თბილისის ყველა დროის ყველაზე საპატიო მოქალაქე, გოგოა თუ ბიჭი ?
დ.დ.
21:55 17-10-2022
14

სიახლეები პოპულარული