საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს.
ისე, ასეთი ტიპის ნაკრების შენახვის თავი თუ გვაქვს, მაშ ღარიბაშვილი არ ტყუის,როცა მჩქეფარე ეკონომიკაზე და გამდიდრებულ მოსახლეობაზე უბერავს. თუ მთავარი მიზეზი რომ აქ ჩამოსულ ( დეზერტირ) რუსებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ?
იქნება და წინაპირობაა რომ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების დროს გვყავდეს
მრავალ სახეობაში წარმომადგენლები ( თუმცა ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ნაკლებად შესაძლოა).
სანდრო
18 აპრილი 2023 10:14
3
თენგიზ პაჭკორია

ბატონო თენგიზ ეგ ხოკეის ნაკრებები საქართველო, სომხეთის და ყირგიზეთის მაშინ ხომ არ ჩამოყალიბდა ის იდოტი ხრუშჩოვი რომ ამბობდა საქარტველოში ვაზი გავკაფოთ და სიმინდი მოვიყვანოთო? მაშინაც საკმაოდ იყვნენ უგუნურები და ახლაც მრავლად არიან ვისაც გონიათ საქართველო ხოკეიში რომ რაღაცას მიაღწევს ოდისმე. მე ფეხბურთის მიღწევებს და გვარებს არ დაგიწრთ თქვენ ალაბთ ჩემზე არა ნაკლებ იცით. ახლა თქვენ დამიწერეთ იმ მართლაც დიდი სახელებით და არც თუ ისე პატარა მიღწევებით პატარა საქართველოსთვის ახლა დღეს სად ვართ და რას მივაღწიეთ ფეხბურთში? მერე ხოკეიზე მითხარით რის მიღწევას აპიოარებთ ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა? ნაციონალური ნაკრების მნიშვნელობა მგონი კარგად გესმით, სპორტი ნაციონალური უნდა იყოს და ყველას აინტერესებდეს, თანაც თამაშობდნენ ბავშვობიდან. ვიღაცის ბიძაშვილის შვილების იმედად კი არ უნდა იყოს ნაციონალური ნაკრები, ქართულ ჯიგრულ პონტში.
G.LA
18 აპრილი 2023 22:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული