ჰოკეი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 6:0 (1:0, 1:0, 4:0) დაამარცხა.

გოლები ბუკიამ, სლესარევმა, კარელინმა, ობოლგოგიანმა, შვეცოვმა და ძიოვმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა 4 ჩატარებული შეხვედრიდან 3 მოიგო და პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

22 აპრილს საქართველოს ნაკრები ავსტრალიას შეხვდება. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ,გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას, რომ არა ის დასანანი მარცხი 1-0 ესპანეთთან, ახლა პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ხორვატები რამოდენიმე წლის წინ 1 დივიზიონში გამოდიოდნენ და რეიტინგში ჩვენზე გაცილებით წინ არიან (31-ე, საქართველო 41-ე) და ამიტომაც მათთან 6-0 გამარჯვება ძალიანაც საამაყოა. ყოჩაღ ბიჭებო და ზოგიერთ აქ ვაი პატრიოტებს ნუ მიაქცევთ ყურადდებას. წარმატებებს გისურვებთ
Mr.kostaia
03:54 22-04-2023
1
ისე ხუმრობა იქეთ იყოს და ჩვენც გვაქვს საკმაო ტრადიციები ჰოკეიში--ჯერ კიდევ 1950 წლებში გვყავდა ჰოკეის გუნდი და არაუშავს შედეგებსაც დებდნენ ჩვენები საკავშირო შეჯიბრებებზე ! და შედეგებით და თამაშით ყოველთვის ვიყავით 15 რესპუბლიკაში საუკეთესო ნახევარში--მე- 6-7 ე ვიყავით გვისწრებდნენ რუსეთი უკრაინა ბელორუსია ლატვია და ყაზახეთი ხანდახან ესტონეთი თავიანთი ფინელ-"ესტონელებით" და ჩვენც გვყავდა მსოფლიოს დონის მოთამაშე--ძალიან ძლიერი მეკარე ბახუტაშვილი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი და საბავშვო ტურნირ "ოქროს შაიბაში" ლევენდარულ ანატოლი ტარასოვს ისე მაგრა მოეწონა მისი თამაში რომ ეგრევე გაუწია რეკომენდაცია მეორე ლეგენდასთან ტიხონოვთან და იმანაც რომ ნახა ეგრევე წაიყვანა თავის გუნდ ცსკა-ში სადაც ბახუტაშვილი თამაშობდა ისეთ ლეგენდებთან--ტრეტიაკი ფიტისოვი კასატონოვი ლარიონოვი კრუტოვი მაკაროვი ! და ახალგაზრდულ ნაკრებში კი თამაშობდა მომავალ ლეგენდებთან-მოგილნისთან ფიოდოროვთან ბურესთან და სხვებთან ! და მერე არ ვიცი რატომ დაიკარგა არადა დიდი შანსი იკო NHL-შიც ეთამაშა ! P.S. ერთი სახალისო ამბავიც--სომხებმა რომ ნახეს ჩენი გუნდის წარმატებები ამ 10 წლის წინ გადაწყვიტეს ჩვენთვის "ჭკუა ესწავლებინათ" და გამოიწვიეს ჩვენი ნაკრები ამხანაგურების სათამაშოდ და ჩვენები რომ ჩავიდნენ იქ სომხებმა სულ სხვა გუნდი დაახვედრეს--თურმე მოუხვეტიათ რუსეთიდან ევროპიდან და ამერიკიდან მაგარი ჰოკეისტები გვარები გადაუკეთებიათ ეს საიდუმლო ოპერაცია 2-3 თვით ადრე დაუწყიათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენთვის "ჭკუა ესწავლებინათ" ! და იმ "სომხეთის ნაკრებმა" საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი ანგარიშით მოუგო (როგორც მახსოვს 20 გოლი თუ მეტი გაგვიტანეს) ეს აფიორა რა თქმა უნდა გასკდა და სომხები ისეთ დღეში ჩააგდო მსოფლიოს ფედერაციამ რომ დღემდე არ უშვებენ ტურნირებზე DD
zura222
03:56 22-04-2023
2

სიახლეები პოპულარული