საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან დუბლი ივან კარელინმა შეასრულა, ერთი შაიბა კი დმიტრო ეროშენკომ გაიტანა.

ჩვენი გუნდიდან დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა დანილა სლესარევი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ივან კარელინი.

დღეს გაიმართება ტურნირის ბოლო მატჩი, სადაც ხორვატია დაუპირისპირდება ესპანეთის ნაკრებს. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება თბილისის დროით 21:30 საათზე. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი გაიმარჯვებს, სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ვერცხლის მედალს დავსჯერდებით, ხოლო თუ ხორვატიამ მოუგო ესპანეთს დაითვლება ურთიერთშეხვედრებში
გატანილი შაიბები და ამის შემდგომ გამოვლინდება გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

altჰოკეი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
"შაიბა" -არსად დაგეკარგოთ.ქართველი ბიჭები რომ ნიჭიერებია ყველამ იცის მაგრამ ნუ აპარტახებთ ქართულ სპორტს,"თვალებში ნაცრის შეურიეთ"-სპორტში თავამოყოფილო ვაი ბიზნესმენი არაპატრიოტებო,რაშიც ძლიერები ვიყავით ჯერ იმას მიხედეთ და მერე" ნერგეთ " ფანტომები.ერთი ნორმალური ყინულის სტაციონალური მოედანი არ გვაქვს ყვეყანაში და თქვენ გაიძახით მსოფლიო დონის ციგურაობა ყინულზეო და კანადური ჰოკეის აყვავებას ერთი ნორმალური ას მეტრიანი საცურაო აუზი არ არის ქვეყანაში -და წყალბურთის და საცურაო დისციპლინების აყვავებაო-ტყვილია,ნუ უძვრებით კვლავ აყროლებული რუბლისა გულიზა, ჩვენს ეროვნულად განადგურების მცდელობს,"შაიბების" ყროყინით.ჭანჭიკებს ნუ აქაჩვინენთ ნებაყოფლობით,ჩვენს არაკეთილის მსირველებს ქვეყნის "ყელზე".მიხედეთ ნამდვილად,ეროვნულად ქართულ სპორტს და საერთოდ ქართველთ თავისუფალ ქვეყნის განვითარებას,თუ ვერაო?გონებასუსტებო სპორტში და ყველაფერშიც.
მ.ზ.
11:03 23-04-2023
12
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ,რა თქმა უნდა ესპანელთა მეკარე დასახელდა
Mr.Kostaia
23:57 22-04-2023
1

სიახლეები პოპულარული