საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან დუბლი ივან კარელინმა შეასრულა, ერთი შაიბა კი დმიტრო ეროშენკომ გაიტანა.

ჩვენი გუნდიდან დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა დანილა სლესარევი, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ივან კარელინი.

დღეს გაიმართება ტურნირის ბოლო მატჩი, სადაც ხორვატია დაუპირისპირდება ესპანეთის ნაკრებს. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება თბილისის დროით 21:30 საათზე. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი გაიმარჯვებს, სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ვერცხლის მედალს დავსჯერდებით, ხოლო თუ ხორვატიამ მოუგო ესპანეთს დაითვლება ურთიერთშეხვედრებში
გატანილი შაიბები და ამის შემდგომ გამოვლინდება გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

altჰოკეი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეორე ადგილიც დიდი წარმატებაა, მაგრამ იქნებ პატარა სასწაულიც მოახდინოს ხორვატიამ.მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის. ყველას ღმერთმა გაუმარჯოს ვინც ჩვენ ქვეყანას ასახელებს. ოლივერ ძალიან მაგარი კაცი ხარ. Oliver we are all proud of you✌️
მამუკა
17:46 22-04-2023
2
ახლა ვუყურებ ხორვატია ესპანეთს უგებს 1 პერიოდის შემდეგ 2-1. თუ მოუგებს ქულები ერთნაირი გვექნება ჩვენ, ესპანეთს და ხორვატიას, არ ვიცი დებულება, მაგრამ თუ შაიბებს დათვლიან, ჩვენ ორივეზე უარესი გვაქვს სამწუხაროდ.
მოკლედ, რაც ჩვენმა ნაკრებმა გააკეთა, იმის და მიუხედავად რა პირობებში უწევთ ჩვენებს ვარჯიში, ეს შედეგი არის გმირობის ტოლფასი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა.
თუ სახელმწიფო აუშენებს 2 საერთაშორისო დონის დარბაზს 1000 კაციანს მაინც,მაშინ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს საქართველომ უმასპინძლოს, ჩამოვა 5 სხვა ნაკრები,ეკონომიურ სარგებლობასაც მოუტანს ქვეყანასაც და ტურიზმის განვითარებასაც.ვფიქრობ 1000 კაცი ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ კი შეგროვდება და შეიძლება უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწიოთ ამ ერთი შეხედვით, ვითომდა არაქართული ტრადიციების სპორტშიც. არადა ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, უბრალოდ ესპანეთის მეკარემ თავი გაიგიჟა იმ თამაშში და მოგვიგეს, თამაშები ესპანეთში ჩატარდა და იქაურებიც მაგრად ქომაგობდნენ თავიანთ ნაკრებს. ესპანეთიც არაა ჰოკეის ქვეყანა, მაგრამ მათ უყვართ თავიანთი სამშობლო და ქვეყნის სიყვარული ამოძრავებთ საქომაგოდ.
ჩვენ რომ ქომაგობა ვიცით, არ მგონია ვინმეს ჩამოვრჩებოდეთ. ასე რომ,პატივცემულებო, აუშენეთ ამ ბიჭებს დარბაზი.
Mr.kostaia
22:28 22-04-2023
2

სიახლეები პოპულარული