ფოტო: facebook.com/maka.keburia1
მაკა ქებურია პირველი ქართველი ქალი სენსეია. იგი კიოკუშინ-კარატეში 19 წლიდან ვარჯიშობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია. ჰყავს მეუღლე და ტყუპი გოგო.
დღეს ისევ აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს. მაკას ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. ამბობს, რომ მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს და ამ ოცნებასაც მალე აიხდენს.
- დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. სკოლაც სოფელში დავამთავრე. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ყოველთვის ვოცნებობდი, სპორტზე და კონკრეტულად - კარატეზე მევლო. ფილმებს რომ ვუყურებდი, გაოცებას ვერ ვმალავდი, ისე მომწონდა მთავარი გმირების სიძლიერე. რატომღაც
ბავშვობაში მომწონდა სუსტების დაცვა. თოჯინებით არასოდეს მითამაშია. ომობანას ვთამაშობდი მეზობლის ბავშვებთან ერთად. სკოლაშიც გამორჩეული ვიყავი. გიჟდებოდა ფიზკულტურის მასწავლებელი, ძალიან სხარტი და სწრაფი ვიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი. აბიტურიენტი ვიყავი. სადაც ვცხოვრობდით, იქაურმა მეზობელმა მითხრა, კარატეს წრეზე ვიაროთო. იმ იმედით მივედი, რომ იქნებ ჩემი ოცნება ამეხდინა და ერთი-ორი ილეთი მაინც მესწავლა. ასაკი შეუზღუდავი იყო. 19 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. მწვრთნელის ყურადღებაც მივიქციე ჩემი სიყოჩაღით.
- თქვენი პირველი სერიოზული წარმატება გაიხსენეთ...
- პირველად 2007 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ - ისევ ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს. 2009 წელს, მარტში, ეროვნულ ტურნირზე მომიწია მონაწილეობის მიღება. 2009 წლის ოქტომბერში იტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ავიღე და ვერცხლის მედლით დავბრუნდი. 2010 წელს შავ ქამარზე ჩავაბარე გამოცდები.
2010 წლის ივნისში ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი მოვიპოვე. სამწუხაროდ, ნახევარფინალში დავმარცხდი. 2011 წელს უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 65 კგ წონით კატეგორიაში მოვიგე ევროპის ჩემიონატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დავიმსახურე.
2013 წელს უკრაინაში მეორედ მოვიპოვე ეს ტიტული და გავხდი ევროპის ორგზის ჩემპიონი. 2013-2014 წლებში მოვიგე ეროვნული ჩემპიონატი. ექვსგზის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ და ბოლოს 2018 წელს კავკასიის ჩემპიონატი მოვიგე.
2012 წელს იაპონიაში ჩავაბარე გამოცდები შავ ქამარზე (2 დანი). 2014 წელს ჩავაბარე გამოცდები (შავი ქამარი - სამი დანი) და სენსეის წოდება მომანიჭეს.
- საქართველოში თქვენ გარდა კიდევ არის ვინმე ქალი სენსეი?
- არა, საქართველოში ერთადერთი ქალი სენსეი ვარ.
- თქვენი ძალა ქუჩაში თუ გამოგიყენებიათ? როცა უსამართლობას აწყდებით, როგორ იქცევით?
- ჩემი ძალა ერთხელ გამოვიყენე ქუჩაში, უსამართლო გინების დროს. უბრალოდ ერთი მარტივი ხელის მოძრაობით ძირს აღმოჩნდა. პირველ რიგში, ვცდილობ, სიტყვით მოვაგვარო. თუ მაინც არ უშველა, მაშინ თავდაცვას ვაძლიერებ.
ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ mshoblebi.ge-ზე