საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ მაჩვენებლით ჩვენმა ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მიხეილ წიკლაურმა (75) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა (2009, 2011, 2019).
ვერცხლის მფლობელი ანდრეი ზინჩენკო (65) გახდა, სერგეი მოვსესიანმა (65) და ლევან ვერულიძემ (95) კი ბრინჯაო მოიგეს.
ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2020 წელს ჩატარდება. მომავალი წლის ევროპირველობას საქართველო უმასპინძლებს.
მომზადებულია sportstat.gov.ge-ს მიხედვით