29 ივნისს, ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან 1:2 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ნახევარფინალამდე არქანიამ ერთი ბრძოლა მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის 26 მედალია, მაგრამ დღეს კიდევ 2 მედლის მოპოვების შანსი გვაქვს ბერნულ-რომაულ ჭიდაობაში.