მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!

AutoSharing Option
29 ივნისს ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ არქანიამ უკვე გაინაღდა ბრინჯაოს მედალი, თუმცა აქვს შანსი, რომ უფრო მაღალი სინჯის მედალი მიგოს.

ნახევარფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება, არქანიას მეტოქე აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის 25 მედალია, მაგრამ დღეს კარატეს გარდა კიდევ 2 მედლის მოპოვების შანსი გვაქვს ბერნულ-რომაულ ჭიდაობაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული