U19. პრეზიდენტის თასისთვის ბრძოლას ნორვეგიით ვიწყებთ

AutoSharing Option
19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებმა, რომლებსაც თბილისი მასპინძლობს, გუშინ დაისვენეს. წინა დღეს კი ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურმა განსაზღვრა, ვინ ვინ არის და რისთვის ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში საპლეიოფოდ შესანიშნავი შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში ჩილესთან დამარცხდა (24:29), ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა და სხვა მეხუთეადგილოსნებთან - ნორვეგიასთან, ბრაზილიასა და სერბეთთან ერთად პრეზიდენტის თასისთვის, ანუ XVII-XX ადგილებისთვის იბრძოლებს, ჩილე კი პლეი-ოფში გავიდა და დღეს შეჯიბრების მთავარ ფავორიტთან, მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას.

"სამფეროვნებმა" A ჯგუფში შესანიშნავად
იასპარეზეს - ხუთივე ორთაბრძოლა მოიგეს, მათ შორის, ბოლო ტურში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ დანიასთან (35:26) და პირველი ადგილი დაიკავეს.

ასევე უდანაკარგოდ გავიდნენ პირველ ადგილზე B ჯგუფში ისლანდიელები, რომლებმაც გერმანელებს დრამატულ მატჩში ბოლო წამებზე აჯობეს (28:27). კუნძულელებს პლეი-ოფის პირველ წრეში შვედები გაუწევენ მეტოქეობას.

მესამე გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა, არის ესპანეთის გუნდი, რომელსაც სპეციალისტები სამართლიანად მიიჩნევენ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად.

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი
16 აგვისტო
XXI-XXIV ადგილებისთვის
9:30: არგენტინა-მექსიკა, ბაჰრეინი-ალჟირი

XVII-XX ადგილებისთვის
11:45. საქართველო-ნორვეგია, ბრაზილია-სერბეთი

1/16-ფინალი
14:00. ირლანდია-შვედეთი, პორტუგალია-ტუნისი
16:15. საფრანგეთი-ჩილე, სლოვენია-ხორვატია
18:30. დანია-გერმანია, იაპონია-ეგვიპტე
20:45. კორეა-რუსეთი, ესპანეთი-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული