ხელბურთი: სეოკში 17 წლამდე გოგონათა ნაკრების და ლოგოს წარდგენა გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ჩვენი ქვეყნის 17 წლამდე გოგონათა ნაკრების წარდგენის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ამასთან ერთად, გამოიფინა ჩემპიონატის ლოგოს კონკურსში მონაწილე ორმოცდაათამდე ნიმუში. სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულად თეონა ოთხოზორიას მიერ შექმნილი ესკიზი გამოაცხადა.

Sportall.Ge

3-11 აგვისტოს საქართველო 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყანის ნაკრები: სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ფინეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი, ლატვია და საქართველო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკის აღმასკომის წევრი ზურაბ კაკაბაძე და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული