ქალთა ხელბურთის ლიგა: "აჭარამ" ვერცხლის მედლები გაინაღდა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GEONHF/

გლდანის ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრში დაიწყო უფროსი ასაკის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური. პირველ დღეს "აჭარამ" 17-15 მოუგო "ყვარელს" და მეორე ადგილი გაინაღდა. ჩემპიონობამდე 1 ქულა უკლია ფოთის "ოქრო ვერძს", რომელმაც დღეს მძიმე მატჩი მოუგო "ქარიშხალას", 24-19.

ფოთელები მეორე ტაიმში 2 ბურთით აგებდნენ, მაგრამ ბოლოში თბილისელებმა ვერ შეძლეს გოგონათა ნაკრების წევრის, ჯგერენაიას შეჩერება. ფოთელთა ლიდერმა სულ 16 გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 24-19 მოიგო. "ქარიშხალა" ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში 3 ქულით ჩამორჩა "სამტრედიას", მაგრამ თამაში მარაგში აქვს და
კონკურენტს ხვალ ეთამაშება. "სამტრედიამ" დღეს მოუგო "მამულს" - 21-15, "პეგასმა" დაამარცხა "წყალტუბო" - 17-9, "მამულმა" - "ბათუმი" 17-11.

დღეს მორიგი 6 მატჩია, ჩემპიონატი კი 8 მაისს დასრულდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

5 მაისი

ბათუმი - მამული 11-17
ყვარელი - აჭარა 15-17
წყალტუბო - პეგასი 9-17
მამული - სამტრედია 15-21
ფოთი - ქარიშხალა 24-19
მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

Sportall.Ge

მომზადებულია facebook.com/GEONHF/-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული