საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა IHF ერთა თასზე ირლანდიაც დაამარცხა

AutoSharing Option
10 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა IHF ერთა თასზე ირლანდია 37:17 დაამარცხა და 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს.

ნახევარფინალისტების ვინაობა თბილისის სპორტის სასახლეში 12 და 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შემდეგ გაირკვევა.

ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თამაში ამჯერად ძირითადი შვიდეულით დაიწყო. ანგარიში ირლანდიამ გახსნა და მეათე წუთზე ფრე იყო - 4:4. შოთა თევზაძემ, რომელიც მატჩის ბოლოს 11 სეივით საუკეთესოდ დასახელდა, რეგულარულად დაიწყო მეტოქის დარტყმების მოგერიება და საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა გავიდა წინ. ამას მოჰყვა რეზო ჭანტურიას ტრავმა, მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა,
მსაჯთან რეგულარული კამათი და საკმაოდ ბევრი გაძევება - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშის ნახევარი დიდი სხვაობით მოიგო (18:7), პირველი ტაიმის საერთო ფონი მაინც დაძაბული იყო.

მეორე ტაიმში საქმე ბოლომდე მიიყვანა მეორე შვიდეულმა - ჭანტურია მშვენივრად შეცვალა ირაკლი გოგოლაძემ, შოთა თევზაძის საქმე წარმატებით გააგრძელა ზურაბ ცინცაძემ და გოლიც კი გაიტანა. საერთოდ, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ გაიტანა გოლი, ნიკოლოზ კალანდაძეს კი 7 საგოლე პასი დაუგროვდა.

მსგავსი სხვაობის მიუხედავად, მეორე ტაიმიც საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, მაგრამ ეს უკვე სპორტის სასახლეში შექმნილმა მშვენიერმა სპორტულმა ატმოსფერომ გამოიწვია - ქართული სპორტის ქომაგებმა, ხელბურთის ფანკლუბმა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებმა, ირლანდიელ ქომაგთა ხმაურიანმა ჯგუფმა და მატჩის წამყვანებმა - ვირტუოზმა ესპანელმა ანონსერმა და დიჯეი ლუის ტორესმა ხელბურთელ მეწყვილე ირაკლი ხიდეშელთან ერთად. ორივე გუნდმა ერთობლივი ძალისხმევით მშვენიერი სანახაობა შექმნა.

საქართველოს ნაკრებმა სამი თამაში მოიგო, მაგრამ ნახევარფინალი ჯერ არ გაუნაღდებია და წინ უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავს - აშშ და ბულგარეთი. ჩვენი მომდევნო მეტოქე, აშშ-ის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა, მით უფრო, რომ მესამე ტურში ამერიკელებმა 3 მოთამაშე დაიმატეს. პირველი ორი შეხვედრა მათ 11 კაცით ითამაშეს, დღეს კი შემადგენლობაში  თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე ჰყავდათ: ძმები უეტერები ("ბაიერ დორმაგენი") და პოლ სკუპურა ("რაინ ვიკინგსი").

A ჯგუფში მთავარი ფავორიტი კუბაა, რომელმაც დღეს მესამე მატჩი მოიგო. კუნძულელებმა  ამჯერად კოლუმბია დაამარცხეს - 31:24. კუბელებს დარჩენილი ორი შეხვედრა აზერბაიჯანთან და ინდოეთთან აქვთ. 4-4 ქულით არიან ბრიტანეთი და ჩინეთი. ეს გუნდები მომდევნო ტურში, 12 ივნისს ერთმანეთს ხვდებიან. შესაძლოა, ეს გადამწყვეტი მატჩი იყოს ნახევარფინალში გასასვლელად. ჩინეთმა დღეს ინდოეთი დაამარცხა - 40:29, ხოლო ბრიტანეთმა მძიმე ბრძოლაში მოუგო აზერბაიჯანს - 36:35.

ხვალ,11 ივნისს, ჩემპიონატზე დასვენების დღეა. ჯგუფური ეტაპი 13 ივნისს დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეი-ოფის ეტაპი იქნება. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს სხვა მიზანიც აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავა.

10 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო-ირლანდია 37:17
საქ: თევზაძე 11/18, ცინცაძე 8/18 (1 გოლი) - ცხოვრებაძე 10/7, გოგოლაძე 6/5, მიქავა 4/4, არსენაშვილი 4/4, ორჯონიკიძე 4/3 (4 ჩაჭრა), კბილაშვილი 5/3, დიხამინჯია 5/3, რუსტამოვი 3/2, კალანდაძე 5/2 (7 პასი), ჩიქოვანი 6/1, ჭანტურია 2/1 - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ირლ: ბონაგვიდი 8/34, შ. ორეილი 1/9 - თილი 4, ვანდუივენვორდე 4, თომპსონი 4, კულეში 1, ქ. ორეილი 1, ჯ. კრონ-გრეისი 1, თ. კრონ-გრეისი 1, გეგანი 1, დარსი, ბაუერი

მსაჯები: იოვანდიჩი, სეკულიჩი (სერბეთი)
სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), აბიდი (ტუნ) - შახულოვი, წივწივაძე (საქ)

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

10 ივნისი
აზერბაიჯანი-ბრიტანეთი 35:36
კოლუმბია-კუბა 24:31
ინდოეთი-ჩინეთი 29:40
აშშ-მალტა 44:10
საქართველო-ირლანდია 37:17
ნიგერია-ბულგარეთი 19:27

B ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
საქართველო----3---3---0---0--103-44---6
ბულგარეთი-----3---3---0---0---103-65---6
აშშ------------------3---2---0---1--116-80---4
ნიგერია-----------3---0---1---2---62-85---1
ირლანდია-------3---0---1---2---80-105--1
მალტა-------------3---0---0---3---36-121--0

8 ივნ. მალ-ბულ 13:38, ნიგ-საქ 14:27, აშშ-ირლ 37:32
9 ივნ. ბულ-აშშ 38:35, მალ-საქ 13:39, ირლ-ნიგ 31:31

A ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
კუბა---------------3---3---0---0---96-75---6
ჩინეთი-----------3---2---0---1---92-84---4
ბრიტანეთი-----3---2---0---1--101-98---4
აზერბაიჯანი---3---1---0---2--110-100--2
კოლუმბია-------3---1---0---2---84-89---2
ინდოეთი--------3---0---0---3---86-123--0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25:28, ინდ-აზე 29:45, კუბ-ბრი 35:27
9 ივნ: კოლ-აზე 35:30, ჩინ-კუბ 24:30, ბრი-ინდ 38:28

12 ივნისი
10:00 აზერბაიჯანი - კუბა
12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი
14:00 კოლუმბია - ინდოეთი
16:00 ირლანდია - ბულგარეთი
18:00 საქართველო - აშშ
20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი
10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი
12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია
14:00 კუბა - ინდოეთი
16:00 ირლანდია - მალტა
18:00 ბულგარეთი - საქართველო
20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი
10:00 9-12: A5-B6
12:00 9-12: B5-A6
14:00 5-8 A3 - B4
16:00 5-8 B3 - A4
18:00 1-4 A1 - B2
20:00 1-4 B1 - A2

16 ივნისი, ფინალი
10:00 11-12
12:00 9-10
14:00 7-8
16:00 5-6
18:00 3-4
20:00 1-2

alt"დიდი პატივია საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში"- ინტერვიუ საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული