საქართველოს ნაკრები IHF ერთა თასის ნახევარფინალშია - მეოთხე ტურში ჩვენმა გუნდმა აშშ ანგარიშით 28:22 დაამარცხა.

B ჯგუფში პირველობის ბედი 13 ივნისს გაირკვევა, სადაც საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

დღეისთვის კი უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: საქართველო, ბულგარეთი და კუბა.

11 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო-აშშ 28:22

საქ: თევზაძე 14/31, ცინცაძე 2/7 - ცხოვრებაძე 16/9, ჩიქოვანი 9/4, ორჯონიკიძე 9/4, გოგოლაძე 4/3, იმნაძე 3/3, არსენაშვილი 3/2, მიქავა 3/2, კბილაშვილი 1/1, რუსტამოვი 2/0, დიხამინჯია 1/0, კალანდაძე 2/0, მერკვილაძე, - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

აშშ: ინგრამი 2/13, რობინსონი 9/22 - ლი 6, ინაჰარა 5, ფოფანა 4, რიდი 3, სკუპურა 2, დინლინი 1, ზიმბერი 1, ი. უეტერი, პ. უეტერი, ბენგოზი, ბინდერისი, ვილერი

მსაჯები: ბირო, კიში (გერმანია)

სამდივნო: სოდალი (ნორ) - კულიბალი (სძნ), აბილდი (ტუნ) - შახულოვი, წივწივაძე (საქ)

სამწუხაროდ, ირლანდიასთან მატჩში მიღებული ტრავის გამო რეზო ჭანტურია ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ჩვენი ნაკრების ვეტერანის ნაცვლად განაცხადში შეიყვანეს გიორგი მერკვილაძე.

21 წლის ქუთაისელი მარჯვენა გარემარბი ეროვნულ გუნდში პირველადაა, თუმცა, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი.

ჭანტურია ამერიკასთან კარგად შეცვალა "ბათუმის შავი ზღვის ბიჭების" მოთამაშემ, ირაკლი გოგოლაძემ, რომელმაც პირველივე ტაიმში 3 დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ნაკრების გამარჯვება კაპიტანმა შოთა თევზაძემ (14 მოგერიებული დარტყმა) და უკანა ხაზმა: 28-დან 17 გოლი გაიტანა დამწყებმა სამეულმა:  გიორგი ცხოვრებაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და თემო ორჯონიკიძემ განაპირობეს, ხოლო მათ შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მატჩის შემდეგ ჩიქოვანს გადაეცა.

საქართველოს ნაკრები თავიდან ბოლომდე ლიდერობდა. ტაიმის ბოლოსკენ უპირატესობა 7 ბურთამდე ავიყვანეთ, შემდეგ - ცხრამდე. მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა მხოლოდ მოგების განაღდების შემდეგ მისცა მოედანზე გასვლის შანსი ყველა მოთამაშეს.

B ჯგუფში ბულგარეთმა 37:22 მოუგო ირლანდიას, ხოლო 20:00 საათზე ნიგერიისა და მალტის მატჩი დაიწყო. საქართველო-ბულგარეთის დღევანდელი თამაში გაარკვევს, ვინ ასცდება ნახევარფინალში A ჯგუფის საუკეთესო გუნდს, კუბას.

კუბამ 31:26 დაამარცხა აზერბაიჯანი, 8 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა, მეორე ადგილისთვის კი სიტუაცია რთულია. ჩინეთი ბრიტანეთთან მოგებით ნახევარფინალს ინაღდებდა, მაგრამ 23:28 წააგო და შანსები დაკარგა.

კოლუმბიამ 41:36 დაამარცხაინდოეთი. მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი იქნება ბრიტანეთისა და კოლუმბიის მატჩი, რომელიც 13 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. ბრიტანეთს 6 ქულა აქვს და ფრეც ყოფნის, მაგრამ თუ დამარცხდა, მაშინ სხვადასხვა ვარიანტი ჩნდება.

თუ ჩინეთმა ქულა დაკარგა აზერბაიჯანთან, მაშინ კოლუმბიას ბრიტანეთის ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება ჰყოფნის; თუ არადა, მაშინ შეიძლება ბრიტანეთმა, კოლუმბიამ და ჩინეთმა 6-6 ქულა დააგროვონ.

ასეთ შემთხვევაში დაითვლება ბურთების სხვაობა სამ გუნდს შორის. ჩინეთმა დაამარცხა კოლუმბია (28:25) და წააგო ბრიტანეთთან (23:28). შესაბამისად, ჩინელებს უარყოფით სხვაობა აქვთ და ნახევარფინალში ვეღარ მოხვდებიან. რაც შეეხება კოლუმბიას, მეორე ადგილზე გასვლის გარანტიას მათ 5 ბურთით მოგება მისცემს, ზოგიერთ შემთხვევაში კი 4 ბურთით მოგებაც საკმარისი იქნება.

13 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფური ეტაპი დასრულდება.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

12 ივნისი. 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

აზერბაიჯანი-კუბა 26:31

ბრიტანეთი-ჩინეთი 28:23

კოლუმბია-ინდოეთი 41:36

ირლანდია-ბულგარეთი 22:37

საქართველო-აშშ 28:22

ნიგერია-მალტა 40:13

13 ივნისი

10:00 ჩინეთი-აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი-კოლუმბია

14:00 კუბა-ინდოეთი

16:00 ირლანდია-მალტა

18:00 ბულგარეთი-საქართველო

20:00 აშშ-ნიგერია

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
რამაზ სვანაძე: უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით - ესაა, რაც ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით მოვახერხეთ
უკრაინელთა მწვრთნელი: ასეთ დაბალანსებულ და ძლიერ საქართველოს ნაკრებს ველოდი!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ვერ მოუგო
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში