ხელბურთელთა ნაკრების სამი წევრი: ზურაბ ცინცაძე, ხაზეინ რუსტამოვი და მირიან გავაშელიშვილი, მაკედონიის სუპერლიგის კლუბ "პრილეპში" გადავიდა. ახალ გუნდში ისინი შეუერთდებიან რევაზ ჭანტურიას, რომელიც მაკედონიისვე "მეტალურგიდან" გადავიდა "პრილეპში".

ცინცაძისთვის, რუსტამოვისა და გავაშელიშვილისთვის "პრილეპი" პირველი უცხოური კლუბია.

24 წლის მეკარე ზურაბ ცინცაძე 2016 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. საკლუბო დონეზე მას თბილისის "პეგასსა" და "იმედში" უთამაშია, სადაც 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მარცხენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი 22 წლისაა. უთამაშია ჭაბუკთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ეროვნულ გუნდში დებიუტი კი მასაც 2016 წელს ჰქონდა. საქართველოს ჩემპიონატში ის ჯერ "იმედის", შემდეგ კი "ქუთაისის" შემადგენლობაში გამოდიოდა. რუსტამოვმა და ცინცაძემ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში IHF თასი მოიგეს.

20 წლის უკანახაზელი მირიან გავაშელიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატია. რუსთავის ხელბურთის სკოლის აღზრდილია, უმაღლეს ლიგაში კი "იმედის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება 38 წლის ვეტერანს, რევაზ ჭანტურიას, ის 2004 წლიდან მაკედონიაშია. იქაურ გრანდში, სკოპიეს "მეტალურგში" უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე. ასევე გამოდიოდა "ვარდარში", "პელისტერსა" და "სტრუმიცაში", ხოლო წინა სეზონი "მეტალურგში" გაატარა ირაკლი კბილაშვილთან ერთად. ახალ კლუბში ჭანტურია მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ახლა კი "პრილეპის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გორან კუზმანოვსკიმ მიიწვია.

"პრილეპი" მაკედონიის ბოლო, შეწყვეტილ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო. ამ კლუბში 2016-17 წლების სეზონში თამაშობდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელმაც თავისი უცხოური კარიერა სწორედ "პრილეპში" დაიწყო.

მაკედონიის 2020-21 წლების ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება. სუპერლიგას 4 ახალი გუნდი დაემატა. პირველ ეტაპზე 2 ჯგუფად გაყოფილი ითამაშებს 14 გუნდი.

A ჯგუფი: ოჰრიდი, სტრუგა, პროლეტი, რადოვიში, ასტარიონი, კისელა ვოდა, კლუბი 7

B ჯგუფი: პრილეპი, მეტალურგი, რაბოტნიჩკი, ბუტელ სკოპიე, მლადოსტ ბოგდანცი, ტიკვეში, ეუროფარმ პელისტერ-2.

თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას აგრძელებს ჩემპიონობისთვის. ამ 6 გუნდს დაემატება სკოპიეს "ვარდარი" და "ეუროფარმ რაბოტნიკი" და საჩემპიონო პლეი-ოფს შექმნის. დანარჩენი 8 გუნდი პლეი-აუტში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

geohandball.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს