ზედიზედ 7 მოგების შემდეგ "კონსტანცამ" პირველი და ერთადერთი მარცხი ტიმიშოარას "პოლიტექნიკასთან" იწვნია - 23-25. ჩიქოვანმა 3 გოლი გაიტანა, მეორე დღეს კი ორჯერ აიღო ბუქარესტის "სტიაუას" კარი მოგებულ თამაშში - 32-28. სულ საქართველოს ნაკრების ხელბურთელს ახალ სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში, 8 - რუმინეთის თასზე და 6 - ევროპის ლიგაში.
ნოემბრიდან რუმინეთის ჩემპიონატში ჩაერთვებიან ირაკლი კბილაშვილი და
პანდემიის გამო ჩემპიონატი ტურებად ტარდება და მომდევნო სესია ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. გუნდები კიდევ 10-10 მატჩს გამართავენ. ლიდერების, "დინამოსა" და "კონსტანცას" შეხვედრა 5 დეკემბერსაა დანიშნული.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 9 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 27 ქულა, 2. კონსტანცა 24, 3. პოტაისა ტურდა 21, 4. ტიმიშოარა 21, 5. CSM ბუკურეშტი 21, 6. ბაია მარე 18, 7. სტიაუა 17, 8. ბუზეუ 16 – 9. კელერაში 12, 10. ფეგერაში 12, 11. სუჩავა 8, 12. ვასლუი 7, 13. ფოჩანი 6, 14. ბაკეუ 3, 15. რეშიცა 0, 16. ბოტოშანი 0 (8 საუკეთესო გადის პლეი-ოფში, 9-16 ადგილები - პლეი-აუტში.
geohandball.ge