ამ ორთაბრძოლებისთვის მონდომებით ემზადებიან ნაკრების ლიდერები, რომლებიც წარმატებით თამაშობენ ევროპულ კლუბებში.
მაკედონიაში 5 ტურის შემდეგ, ქართველების ორივე გუნდი პირველ ოთხეულშია. 12 ქულით ლიდერობს რევაზ ჭანტურიას "პელისტერი", რომელმაც ბოლო ორ მატჩში დიდი უპირატესობით დაამარცხა "რადოვიში" (25:14) და "რაბოტნიჩკი" (32:21).
9 ქულით მეოთხე ადგილზეა თეიმურაზ ორჯონიკიძის "პრილეპი". ქართველმა ხელბურთელმა "პროლეტთან" მოგებულ მატჩში (27:26) 9 ბურთი გაიტანა, ხოლო "რადოვიშთან" პირველივე ტაიმში
რუმინეთში 8 ტურია ნათამაშები და ქართველთა ორივე გუნდი ჯერჯერობით პლეიოფში გამსვლელი მერვე ადგილის ქვემოთაა. 7 ქულით მეთორმეტე საფეხური უკავია შოთა თევზაძის "რეშიცას", რომელიც ორჯერ დამარცხდა - "ფოჩანისთან" - 20:27 და "სტიაუასთან" - 25:28.
9 ქულით მე-11 პოზიციაზეა "დუნარეა კელერაში", რომლის ლიდერ ირაკლი ჩიქოვანს უკვე 40 გოლი დაუგროვდა. "კელერაშმა" შინ 24:25 დათმო ორთაბრძოლა "ოდორჰეისთან", შემდეგ კი "ვასლუის" 34:32 მოუგო. ორივე მატჩში ქართველმა ინსაიდმა 6-6 გოლი გაიტანა.
ზემოთ დასახელებული ხელბურთელების გარდა, უცხოურ კლუბებში კიდევ რამდენიმე ქართველი თამაშობს. "ქუთაისისა" და ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი კბილაშვილი საბერძნეთის მეორე დივიზიონის კლუბ "აიიოს სერიფატოში" გადავიდა. ამ გუნდს 3 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს. კბილაშვილმა 2 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
ირანის ზედა დივიზიონში განაგრძობს კარიერას რატი მსხვილიძე, რომელიც ქალაქ ურმიის გუნდში ჩაირიცხა. ვეტერანმა სერგო დათუკაშვილმა სეზონი სერბეთის "ვოივოდინაში" დაიწყო, ხოლო რობერტ ბეჟანიშვილი ირლანდიის ლიგაში მოსინჯავს ძალებს.
ჯერჯერობით უკლუბოდაა ვლადიმერ რუსია, რომელიც ტრავმირებულია და ვერ ვარჯიშობს.
25 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი თბილისში შეიკრიბება და იტალიასთან მატჩებისთვის მოემზადება. ჩვენი III ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული მთავარ შესარჩევ რაუნდში გადის.
შეხვედრათა კალენდარი
2 ნოემბერი. სირაკუზა. იტალია-საქართველო
6 ნოემბერი, თბილისი, საქართველო-იტალია
4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი
7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია
14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი.
დანარჩენ ორ საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ:
I ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები
II ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"