ზედიზედ მესამე თამაში მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის "ბრაგამ" და მეოთხე ადგილამდე აღზევდა.
სტუმრად "გაიასთან" "ბრაგას" უპირატესობა აშკარა იყო: 29-18. 22 წლის ქართველი ხაზის მოთამაშის პირადი მონაგარი 3 გატანილი გოლი და 2 მოპოვებული შვიდმეტრიანი იყო, სულ, 7 მატჩში კი ერეკლეს 27 გოლი დაუგროვდა.
"ბრაგამ" 15 ქულით ერთი ადგილით ზემოთ აიწია და მეოთხეა. 7 თამაშიდან 7-7 მოგებითა და 21-21 ქულით ლიდერობენ - "პორტუ", "სპორტინგი" და "ბენფიკა". სამივე გრანდთან პირველი წრის მატჩი "ბრაგას" უკვე მოსტუმრებული აქვს. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი
ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის აგრძელებს ბრძოლას.
24 ნოემბერს "ბრაგას" შინ მნიშვნელოვანი თამაში აქვს "ბელენენსეშთან", რომელსაც სულ 4 მატჩი აქვს ნათამაშები და ოთხივე - მოგებული.
ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) - 1. პორტუ 21 ქულა (7 თამაში), 2. სპორტინგი 21 (7), 3. ბენფიკა 21 (7), 4. ბრაგა 15 (7), 5. აგუაშ სანტაში 14 (6) 6. ვიტორია 14 (7) -- 7. ბელენენსეში 12 (4), 8. მადეირა 9 (4), 9. ჰორტა 9 (4), 10. პოვოა 9 (5), 11. ბოა ჰორა 9 (6), 12. ავანსა 9 (7), 13. გაია 8 (6), 14. სანჟოანენსე 8 (7) -- 15. მაია-ისმაი 7 (6), 16. ბოავიშტა 6 (6) -- 6 საუკეთესო გადის პლეი-ოფში.
geohandball.ge