პლეი-ოფში გასასვლელად ქართველების გუნდს ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
მაკედონიის ჩემპიონატში დასრულდა პირველი ეტაპი. ქართველი ხელბურთელების კლუბს, "პრილეპს", ცოტა დააკლდა საჩემპიონო რაუნდში გასასვლელად.

ბოლო ორ ტურში გუნდს ორი მოგება სჭირდებოდა და პირველი თამაში სტუმრად მოუგო კიდეც სკოპიეს "ბუტელს", 21:19. ამ მატჩში რევაზ ჭანტურიამ, "პრილეპის" საუკეთესო ბომბარდირმა, 10 გოლი გაიტანა, ხაზეინ რუსტამოვმა - 4. ჯგუფში მესამე ადგილზე გასასვლელად ასევე იბრძოდნენ "პელისტერი" და "ტიკვეში". მოულოდნელად, ბოლოსწინა ტურში "ტიკვეშმა" დაამარცხა ფავორიტი, სკოპიეს "მეტალურგი" - 40:38 და "პრილეპის" მოგებას აზრი დაუკარგა.

იყო შანსი, რომ ამ სამ გუნდს 19-19 ქულა დაეგროვებინა, მააგრამ "პრილეპს" პირადი
ბალანსი უარესი ჰქონდა. ამიტომ ბოლო ტურის მატჩს, "პელისტერთან", ქართველების გუნდისთვის აზრი დაეკარგა. "პელისტერმა" 23:16 მოიგო და სასურველ მესამე ადგილზე გავიდა.

სულ, 12 მატჩში, 83 გოლი გაიტანა რევაზ ჭანტურიამ, 37 - ხაზეინ რუსტამოვმა, 22 - მირიან გავაშელიშვილმა, ერთხელ კი მეტოქის კარი მეკარე ზურაბ ცინცაძემაც აიღო.

"პრილეპი" მეორე ეტაპზე 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებს, ფინალურ ეტაპზე ორი ჯგუფიდან გასულ 3-3 გუნდს კი საჩემპიონო ჯგუფში დაემატებიან სკოპიეს "ვარდარი" და "ეუროფარმი".

მაკედონია, სუპერლიგა, პირველი წრის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0 - 3-3 საუკეთესო გავიდა საჩემპიონო რაუნდში, დანარჩენები - პლეი-აუტში) - B ჯგუფი: "მეტალურგი" 27 ქულა, 2. "ბუტელ სკოპიე" 25, 3. "პელისტერი" 22 // 4. "ტიკვეში" 19, 5. "პრილეპი" 16, 6. "რაბოტნიჩკი" 9, 7. "მლადოსტი" 6 - A ჯგუფი: 1. "ოჰრიდი" 36, 2. "პროლეტი" 24, 3. "სტრუგა" 19 // 4. "გოლდენ არტი" 16, 5. "რადოვიში" 15, 6. "კისელა ვოდა" 10, 7. "სტრუმიცა" 4.

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული