საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში უნგრეთს სძლია და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გუყშინ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა!ველოდებოდი დიდ სტატიას დადებდით და ერთად ვიზეიმენდით,ამ მიღწევას,მაგრამ სიახლეებში ამდენი ხანი ველოდე და ახლაღა ვნახე,რომ "სხვა" გამყოფილებაში დაგიდიათ ეს სასიხარულო ინფორმაცია.ძლივს გვეღირსა და საქართველოში ხელბურთმა აღორძინება დაიწყო,რამდენიმე ვეტერანის გვერდით,ახალგაზრდებიც ვაჟკაცდებიან და უკვე ამხელა შედეგს მივაღწიეთ,თქვენ კი,სხვა,ესე იგი რაღაც მესამეხარისხოვან მოვლენაში გაიყვანეთ?!ყოჩაღ!ასე უნდა ქართული სპორტის გაშუქება.დრო იყო,თბილისის საერთაშორისო ტურნირზე,საქართველოს ნაკრები(იგივე თბილისის ქარიშხალა),თანაბრად ეთამაშებოდა მსოფლიო კლასის გუნდებს,მათ შორის,თუ მეხსიერება არ მღალატობს,უნგრეთის ნაკრებიც ჩამოდოიოდა ხოლმე და ხშირად ამარცხებდა კიდეც მათ.მერე თანდათან ხელბურთის პოპულარობამ იკლო,მაგრამ ტრადიციები და ხსოვნა,ჯერ კიდევ დარჩა და ახლა მის აღორძინებას ვხედავთ.კი,უამრავი ნაკლი აქვს ჩვენს თამაშს,მაგრამ შემადგენლობაც ახალგაზრდულია და თუ მივაღწიეთ,მასობრიობის გაზრდას,ხარისხიც მოიმატებს.ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა,თავითავად დიდი ბიძგი იქნება,ქართული ხელბურთის კიდევ უფრო წინსვლისათვის.ვულოცავ ხელბურთის ყველა მოყვარულს,ამ დიდ გამარჯვებას!
რაგბი,კალათბურთი,ხელბურთი,წყალბურთი და უკვე მხოლოდ ფეხბურთი გვრჩება,სპორტის ბურთიანი სახეობებისათვის,სადაც ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას,თუმცა ყველა ჩვენგანი,უკვე ვგრძნობთ,რომ აღარც ეგ არის შორს.რაც შეეხება ხელბურთელთა ნაკრებს,შესაძლოა ევროპის პირველობაზე,ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,მაგრამ ერთ თამაშს მაინც რომ მოვიგებთ,ამისი ღრმად მჯერა.
ფაქტია,რომ ქვეყანმაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სპორტული ბაზების მშენებლობა და ამას,უკვე მოაქვს შედეგი.
სოსო
18:35 01-05-2023
0
სანუკვარ მე-3 ე ადგილოსნებში რომ არა ვართ?რატომ გვატყუებთ?ბურთების შეფარდებით მე-5 ე ადგილზე ვარათ გადის ოთხი
ხასანა
17:28 01-05-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული