საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში უნგრეთს სძლია და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მაგარი ამბავია. მაგრამ რატომ აქამდე არაფერს წერდით რომ შანსი გვქონდა ან რამე შესარჩევიმ იყო დაწყევული თუ მე გამომეპარა წაკითხვა? არ ველოდი ხელბურთელთა გასვლას ევროპაზე. მგონი მართლაც მაგრები ვართ და თავს არ ვიტყუებთ. ფეხბურთში დაგვრჩა დიდ ფორუმზე გასვლა და ევროპაზე გავალთ მჯერა. ყოჩაღ ბიჭებო გილოცავთ.
G.LA
30 აპრილი 2023 22:54
0
ერთ დროს საამაყო სპორტის სახეობა, ისეა მივიწყებული გვქონდა თუ არა ხელბურთი აღარც ვიცოდი. ეს სასიხარულო ამბავი ვფიქრობ მეორედ სუნთქვას გაუხსნის ხელბურთს საქართველოში. ყოჩაღ ბიჭებს და ფედერაციას.
ჟორა გაბრიჭიძე
30 აპრილი 2023 23:29
1
საერთოდ პირველად ვუყურე ხელბურთს თავიდან ბოლომდე. საღოლ, ბიჭებს და მწვრთნელებს! დიდი ამბავია, წარმატებები საქართველოს!!!
mamuka09ze
01 მაისი 2023 09:43
1
მხოლოდ ორი კომენტარია არადა უდიდეს წარმატებას მიაღწია ქართულმა ხელბურთმა ..რომელიც ქუხდა 70 იან წლებში .
dato
01 მაისი 2023 09:19
0
გუყშინ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა!ველოდებოდი დიდ სტატიას დადებდით და ერთად ვიზეიმენდით,ამ მიღწევას,მაგრამ სიახლეებში ამდენი ხანი ველოდე და ახლაღა ვნახე,რომ "სხვა" გამყოფილებაში დაგიდიათ ეს სასიხარულო ინფორმაცია.ძლივს გვეღირსა და საქართველოში ხელბურთმა აღორძინება დაიწყო,რამდენიმე ვეტერანის გვერდით,ახალგაზრდებიც ვაჟკაცდებიან და უკვე ამხელა შედეგს მივაღწიეთ,თქვენ კი,სხვა,ესე იგი რაღაც მესამეხარისხოვან მოვლენაში გაიყვანეთ?!ყოჩაღ!ასე უნდა ქართული სპორტის გაშუქება.დრო იყო,თბილისის საერთაშორისო ტურნირზე,საქართველოს ნაკრები(იგივე თბილისის ქარიშხალა),თანაბრად ეთამაშებოდა მსოფლიო კლასის გუნდებს,მათ შორის,თუ მეხსიერება არ მღალატობს,უნგრეთის ნაკრებიც ჩამოდოიოდა ხოლმე და ხშირად ამარცხებდა კიდეც მათ.მერე თანდათან ხელბურთის პოპულარობამ იკლო,მაგრამ ტრადიციები და ხსოვნა,ჯერ კიდევ დარჩა და ახლა მის აღორძინებას ვხედავთ.კი,უამრავი ნაკლი აქვს ჩვენს თამაშს,მაგრამ შემადგენლობაც ახალგაზრდულია და თუ მივაღწიეთ,მასობრიობის გაზრდას,ხარისხიც მოიმატებს.ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა,თავითავად დიდი ბიძგი იქნება,ქართული ხელბურთის კიდევ უფრო წინსვლისათვის.ვულოცავ ხელბურთის ყველა მოყვარულს,ამ დიდ გამარჯვებას!
რაგბი,კალათბურთი,ხელბურთი,წყალბურთი და უკვე მხოლოდ ფეხბურთი გვრჩება,სპორტის ბურთიანი სახეობებისათვის,სადაც ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას,თუმცა ყველა ჩვენგანი,უკვე ვგრძნობთ,რომ აღარც ეგ არის შორს.რაც შეეხება ხელბურთელთა ნაკრებს,შესაძლოა ევროპის პირველობაზე,ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,მაგრამ ერთ თამაშს მაინც რომ მოვიგებთ,ამისი ღრმად მჯერა.
ფაქტია,რომ ქვეყანმაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სპორტული ბაზების მშენებლობა და ამას,უკვე მოაქვს შედეგი.
სოსო
01 მაისი 2023 18:35
0
მადლობა სიხარულისთვის, წარმატებები
იეა
01 მაისი 2023 12:05
0
გილოცავთ ბიჭებო ყოჩაღები ხართ
d
01 მაისი 2023 10:44
1
გენაცვალეთ!!!!!!
Suxumchanin
01 მაისი 2023 10:40
1
სპორტის ყველა სახეობაში წარმატებები იმიტომ გვაქვს რომ მთავრობა ყურადღებას აქცევს სპორტს და დაფინანსებას უზრდის, სხვანაირად გამარჯვებები არ მოდის, დღევანდელ დღეს ფული წყვეტს ყველაფერს, გამარჯვების ჟინი კი გვაქვს ულევი
#
01 მაისი 2023 10:01
12
სანუკვარ მე-3 ე ადგილოსნებში რომ არა ვართ?რატომ გვატყუებთ?ბურთების შეფარდებით მე-5 ე ადგილზე ვარათ გადის ოთხი
ხასანა
01 მაისი 2023 17:28
7
ხასანას.იქნებ ჯერ ქულები დაგეთვალა?
სოსო
01 მაისი 2023 18:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული