საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში უნგრეთს სძლია და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გუყშინ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა!ველოდებოდი დიდ სტატიას დადებდით და ერთად ვიზეიმენდით,ამ მიღწევას,მაგრამ სიახლეებში ამდენი ხანი ველოდე და ახლაღა ვნახე,რომ "სხვა" გამყოფილებაში დაგიდიათ ეს სასიხარულო ინფორმაცია.ძლივს გვეღირსა და საქართველოში ხელბურთმა აღორძინება დაიწყო,რამდენიმე ვეტერანის გვერდით,ახალგაზრდებიც ვაჟკაცდებიან და უკვე ამხელა შედეგს მივაღწიეთ,თქვენ კი,სხვა,ესე იგი რაღაც მესამეხარისხოვან მოვლენაში გაიყვანეთ?!ყოჩაღ!ასე უნდა ქართული სპორტის გაშუქება.დრო იყო,თბილისის საერთაშორისო ტურნირზე,საქართველოს ნაკრები(იგივე თბილისის ქარიშხალა),თანაბრად ეთამაშებოდა მსოფლიო კლასის გუნდებს,მათ შორის,თუ მეხსიერება არ მღალატობს,უნგრეთის ნაკრებიც ჩამოდოიოდა ხოლმე და ხშირად ამარცხებდა კიდეც მათ.მერე თანდათან ხელბურთის პოპულარობამ იკლო,მაგრამ ტრადიციები და ხსოვნა,ჯერ კიდევ დარჩა და ახლა მის აღორძინებას ვხედავთ.კი,უამრავი ნაკლი აქვს ჩვენს თამაშს,მაგრამ შემადგენლობაც ახალგაზრდულია და თუ მივაღწიეთ,მასობრიობის გაზრდას,ხარისხიც მოიმატებს.ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა,თავითავად დიდი ბიძგი იქნება,ქართული ხელბურთის კიდევ უფრო წინსვლისათვის.ვულოცავ ხელბურთის ყველა მოყვარულს,ამ დიდ გამარჯვებას!
რაგბი,კალათბურთი,ხელბურთი,წყალბურთი და უკვე მხოლოდ ფეხბურთი გვრჩება,სპორტის ბურთიანი სახეობებისათვის,სადაც ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას,თუმცა ყველა ჩვენგანი,უკვე ვგრძნობთ,რომ აღარც ეგ არის შორს.რაც შეეხება ხელბურთელთა ნაკრებს,შესაძლოა ევროპის პირველობაზე,ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,მაგრამ ერთ თამაშს მაინც რომ მოვიგებთ,ამისი ღრმად მჯერა.
ფაქტია,რომ ქვეყანმაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სპორტული ბაზების მშენებლობა და ამას,უკვე მოაქვს შედეგი.
სოსო
01 მაისი 2023 18:35
0
სანუკვარ მე-3 ე ადგილოსნებში რომ არა ვართ?რატომ გვატყუებთ?ბურთების შეფარდებით მე-5 ე ადგილზე ვარათ გადის ოთხი
ხასანა
01 მაისი 2023 17:28
7
ხასანას.იქნებ ჯერ ქულები დაგეთვალა?
სოსო
01 მაისი 2023 18:08
2
თითქოს არ გამეხარდა ისე გებულობთ.ხალხნო ლიეტუვასთან 14 ქულა წააგეს და მსაჯს დააბრალეს.შვეიცარიასთან სახლში უშანსოდ წააგეს.ეს ორი ჩვენი დონეა დაახლოებით.უნგრეთი კი ხელბურთში გრანდია,მაგალითად როგორც ფეხბურთში ჰოლანდია ან პორტუგალია.პირადად მე არ მჯერა რომ ეს თამაში პატიოსან ბრძოლაში წააგო უნგრეთმა.როცა 2-3 წუთით ადრე ორ ბურთს იგებდა.თუარ გჯერათ თავად ნახავთ რას იზავენ ევროპაზე,გინდ უნგრელები და გინდ ჩვენ.კი არავის ემახსოვრება ეს კომენტი,მაგრამ მაინც...p.s.რაგბი,კალათბურთი,წყალბურთი,ხელბურთი(ავად თუ კარგად)ყველგან გავედით დიდ ტურნირებზე.ნეტავ რა გუნდური სახეობა დარჩა და რა იქნება ამ ყველაფრის გვირგვინი?აშკარად ფეხბურთი.
Master
01 მაისი 2023 16:49
7
კარგია გილოცავთ ბიჭები. ფეხბურთი დარჩა და დარწმუნებული ვარ მალე გავალთ ევროპაზე და იმედია მსოფლილზეც.
გოგა
01 მაისი 2023 15:53
0
ამას გასვლას ეძახით?ამ თამაშამდე ხუთიდან 4 წაგება ქონდათ და ერთი მოგება,ისიც უსუსტეს ლიეტუვასთან.ხელბურთში გაუგონარ შვეიცარიასთან განადგურდნენ.მართლა გჯერათ რომ ხელბურთში საქართველომ გასვლაზე მოუგო უნგრეთს???ორბანის საჩუქრად ჩათვალეთ...შეგზიზღდება სპორტი მოკლედ...
Master
01 მაისი 2023 12:17
19
მატჩი ნახე მეგობარო და ნაღდად მგონია რომ შენთვითონ მოიხდი ბოდიშს, არ ვიყავი მართალიო იტყვი.
SL
01 მაისი 2023 13:27
2
ორბანმა ჩაგვიწყო გასვლა? სამაგიეროდ ჩვენგან რა მიიღო? ა, გამახსენდა, ჩვენ და ორბანი ხო პუტინის "მონები" ვართ, პუტინმა დარეკა... ეჰ, მართლა არაფერი გეშველებათ მასეთი უკუღმართი აზროვნების ადამიანებს :(
ქართველი
01 მაისი 2023 13:11
4
მადლობა სიხარულისთვის, წარმატებები
იეა
01 მაისი 2023 12:05
0
გილოცავთ ბიჭებო ყოჩაღები ხართ
d
01 მაისი 2023 10:44
1
გენაცვალეთ!!!!!!
Suxumchanin
01 მაისი 2023 10:40
1
სპორტის ყველა სახეობაში წარმატებები იმიტომ გვაქვს რომ მთავრობა ყურადღებას აქცევს სპორტს და დაფინანსებას უზრდის, სხვანაირად გამარჯვებები არ მოდის, დღევანდელ დღეს ფული წყვეტს ყველაფერს, გამარჯვების ჟინი კი გვაქვს ულევი
#
01 მაისი 2023 10:01
12
საერთოდ პირველად ვუყურე ხელბურთს თავიდან ბოლომდე. საღოლ, ბიჭებს და მწვრთნელებს! დიდი ამბავია, წარმატებები საქართველოს!!!
mamuka09ze
01 მაისი 2023 09:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული