საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ჩამბერის" მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძემ გუნდთან ერთად საფრანგეთის სტარლიგის პირველი ორი ტურის მატჩი გამართა. იგი გუშინდელ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ "მონპელიესთან" 6 გოლით გამოირჩა და "ჩამბერის" რიგებში საუკეთესო იყო.
ნიკოლოზი მიუხედავად ორი მარცხისა (ნიმთან 31-29, მონპელიესთან 32-26) სტარლიგის ბომბარდირთა დავაში 13 გოლით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
"ჩამბერი" მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს "ივრის" წინააღმდეგ გამართავს და პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.
მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით