საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლაზეც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გასვლით მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 22:20 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს გაიმართა და საქართველომ მეტოქე 28:26 დაამარცხა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5&6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.

საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც
იასპარეზებს.



მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ორ მატჩში,ბიჭებმა დაამტკიცეს,რომ ბოსნიელებზე ძლიერები არიან,მაგრამ ამავე დროს ქართველებიც არიან და როგორც ყველა ქართველს,შეუძლიათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებული უპირატესობა,სულ რამდენიმე წუთში გაანიავონ და ყველაფერი სასწორზე შეაგდონ.სექტემბრიდან სპორტის უნივერსიტეტში,სპორტული ფსიქოლოგიის განხრაც იხსნება და მის კურსდამთავრებულებს,ყველაზე მეტად,ალბათ ქართველების ამ სისუსტესთან ბრძოლა და ამოძირკვისათვის მუშაობა მოუწევთ.ბიჭებს ვულოცავ ძნელ გამარჯვებას.თავი არავის დაუზოგავს და ამიტომ განსაკუთრებულად არავის გამოვყოფ,თუმცა ჩვენი მეკარის არ გამოყოფა,მაინც შეუძლებელი მგონია.როგორ თამაშობდა თვითონ და ემოციურად როგორ მუხტავდა,უმცროს თანაგუნდელებს..!ეს მართლაც უნდა გეყურებინათ!ნამდვილი ლიდერია!
აუცილებლად მოსაგები მოვიგეთ და ახლა ცოტა დაწყნარებულებმა,დარჩენილ თამაშებშიც შეიძლება ვიფიქროთ წარმატებაზე.ბერძნებთან რატომაც არა?!-იქ ხომ მხოლოდ ერთი გოლით წავაგეთ და ისლანდიაშიც არ უნდა ვიყოთ უშანსოდ.კი,ძლიერები არიან,მაგრამ ჩვენც სწრაფად ვიზრდებით და სტაბილურად თუ ვითამაშებთ,ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს.ქართველებს ხომ ყველაფერი შეგვიძლია,ნებისმიერის დამარცხებაც და ნებისმიერთან დამარცხებაც.ასეა თუ ისე,დარჩენილ ორ თამაშში თუნდაც ერთი გამარჯვება მაინც,ძალიან გაგვიუმჯობესებდა მდგომარეობას და დიდი იმედი მაქვს,რომ ამას შევძლებთ.
სოსო
11:34 17-03-2025
1
რამდენი ქულა გვაქვს, ახლა რომელ ადგილზე ვართ ჯგუფში, ან რამდენი გვჭირდება აწი გასასვლელად - ეგენი თქვენც არ იცით, თუ საიდუმლოა?
Qomagi
09:34 17-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული