
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს გაიმართა და საქართველომ მეტოქე 28:26 დაამარცხა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5&6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.
საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც
აუცილებლად მოსაგები მოვიგეთ და ახლა ცოტა დაწყნარებულებმა,დარჩენილ თამაშებშიც შეიძლება ვიფიქროთ წარმატებაზე.ბერძნებთან რატომაც არა?!-იქ ხომ მხოლოდ ერთი გოლით წავაგეთ და ისლანდიაშიც არ უნდა ვიყოთ უშანსოდ.კი,ძლიერები არიან,მაგრამ ჩვენც სწრაფად ვიზრდებით და სტაბილურად თუ ვითამაშებთ,ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს.ქართველებს ხომ ყველაფერი შეგვიძლია,ნებისმიერის დამარცხებაც და ნებისმიერთან დამარცხებაც.ასეა თუ ისე,დარჩენილ ორ თამაშში თუნდაც ერთი გამარჯვება მაინც,ძალიან გაგვიუმჯობესებდა მდგომარეობას და დიდი იმედი მაქვს,რომ ამას შევძლებთ.