"რამდენიმე კვირა დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. მოყვარული და პროფესიონალი მოკრივის რანგში მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ვოცნებობდი. ახლა, ჩემი სურვილია სულ სხვა კარიერა დავიწყო.
არასოდეს მეგონა, რომ ასე დიდხანს და წარმატებით გამოვიდოდი რინგზე. და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკურთებით ჩემს ოჯახს, გუნდსა და გულშემატკივრებს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე კლიჩკომ.
მთელი კარიერის განმავლობაში, კლიჩკომ მოიგო 1996 წლის ოლიმპიადა, პროფესიონალებში კი იყო WBA-ს, WBO-ს,
კლიჩკომ ბოლო ბრძოლა 29 აპრილს, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ჩაატარა და მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. განიხილებოდა ამ მოკრივეებს შორის მატჩ-რევანშის ჩატარება, მაგრამ ის აღარ გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"