კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მედლამდე ერთი ნაბიჯია

AutoSharing Option
გერმანულ ჰამბურგში, მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ მეორე წრის შეხვედრები გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელ ოთარ ერანოსიანს 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი, მსოფლო ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი შივა ტაპა (ინდოეთი) არ გამოუცხადდა და ჩვენებური მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.

დღეს იგი მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოსპრიზიორს, აზიური თამაშების 2017 წლის გამარჯვებულსა და 2015 წლის მესამეადგილოსანს, 23 წლის უზბეკ ელნურ აბდურაიმობს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ხომეხი კარენ ტონაკანიანი დაჯაბნა.

81 კილოში ფოთელი იაგო კიზირია სამგზის ევროპის ჩემპიონსა (2011, 2015, 2017) და ორგზის მსოფლიოს
პრიზიორ (2013, 2015) ჯოზეფ უორდთან (ირლანდია) დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული