ნიუ-იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

AutoSharing Option
დღეს აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ მისმა მეგობარმა და MMA-ს მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პროცესზე გადაწყდება, ხურციძეს გირაოთი გაათავისუფლებენ თუ არა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები სასამართლოს დაესწრონ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან გული მწყდება ამ კაცზე, დიდი მომავალი ჰქონდა წინ. სპორტსმენი კაცი არ უნდა გარეულიყო კრიმინალში. ფულიც ჰქონდა და სახელიც, უნდა ეფიქრა მხოლოდ კრივზე. იმედია გაათავისუფლებენ და დაბრუნდება რინგზე.
georgian
12:10 27-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული