დღეს აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ მისმა მეგობარმა და MMA-ს მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პროცესზე გადაწყდება, ხურციძეს გირაოთი გაათავისუფლებენ თუ არა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები სასამართლოს დაესწრონ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
09:58 27-03-2018
ნიუ-იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძაან გული მწყდება ამ კაცზე, დიდი მომავალი ჰქონდა წინ. სპორტსმენი კაცი არ უნდა გარეულიყო კრიმინალში. ფულიც ჰქონდა და სახელიც, უნდა ეფიქრა მხოლოდ კრივზე. იმედია გაათავისუფლებენ და დაბრუნდება რინგზე.
8
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული