ავთანდილ ხურციძის დედის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

AutoSharing Option
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები არ იცის, რადგან ადვოკატთან ჯერ არ უსაუბრია.

"გავოცდით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, ეს საქმე ასე არ დარჩება. ავთოს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ ის ვიცით, რასაც ტელევიზორში აცხადებენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის არ აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლებაც", - განაცხადა მაყვალა
ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში" ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.



წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
მესმის თქვენი ქალბატონო მაყვალა ხურციძევ, მაგრამ ეს ნიუ-იორკის სასამართლოა და არა ქართული,რომ უსამართლოდ ვინმე დააკავონ.მაყაშვილი ხომ გამოუშვეს,რატომ ავთო არ გაუშვეს?რა ავთოს ჯინი ქონდა ამერიკას?მე მალე განთავისუფლებას ვუსურვებ ავთოს.ისე არც ალ კაპონეს დედას ჯეროდა მისი შვილი მკვლელი რომ იყო და როცა გამომძიებელმა უთხრა,ეჭვი გვაქვს 7 კაცის მკვლელობის მონაწილეაო,ხელები გაასავსავა-არა,არა ჩემი ალი ისეთი სათნო და კეთილია მაგას როგორ იზამდაო.
mamulo
15:54 28-03-2018
12
ეს მამულო და მისი მსგავსნი ვინ არიან ნეტავ? ვაი ჩვენს მამულს ასეთები რომ მოუმრავლდა. ამ კაცს, მამულოს ამერიკა მართლა სამართლიანი ჰგონია!
Shoda
16:38 28-03-2018
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული