ავთანდილ ხურციძე: რავარი მაგარი "პადერჟკა" სცოდნიათ რუსებს. საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს, მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს.მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა,
ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ.

აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია.

დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.

რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! "

altავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ

altსავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

altაშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

მკითხველის კომენტარები / 41 /
ქართველი კაცი რომელსაც რუსულ მაფიასთან ურთიერთობა და მათი კულაკობა უმტკიცდება ვერსადოდეს ინანებს რაც თქვა იმას
evrojorjia
19 ივლისი 2018 11:15
3
ჩემო ავთო, გული მტკივა ასეთი ამბავი რომ დაგემართა, არადა მთელი საქართველო ელოდებოდა შენს ბრძოლას.
აშკარად გულნატკენი ხარ, არ გეკადრება ასეთი სიტყვები, თუ უყურადღებობა იგრძენი და ეს ალბათ ეგრე იყო, მაინც არ გეკადრება.

რუსების დედაც !!

გავა დრო და ვიცი ინანებ ამ შენს ნათვამს, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთმა გაგაძლიეროს ავთო ძამიკო.

მთავრობა ხარ თუ რაც გქვია, რისთვის გვყავს დიპლომატები და ელჩები ამერკიაში, ერთხელ მაინც რომ მოეკითხათ ეს კაცი, ხომ არ იქნებოდა ასეთი სასოწარკვეთილი.
ავთო ხურციძეს
19 ივლისი 2018 09:57
7
"პადდერჟკა" მოგეწონა რუსების? შენ მაგათი "ბლატნოი მირ"–ი არ გინახავს, აი მაშინ კი "სამოთხეში" იგრძნობ თავს.
გენო
19 ივლისი 2018 09:49
3
როგორ არ უნახავს, მაგათი "პეხოტაა". აბა რისთვის დააკავეს?
მამუკა
19 ივლისი 2018 11:29
2
ბევრს სწორს ამბობს. იმას რო სპორტსმენები უამრავი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო არიან თანამდებობაზე, ასევე იმას რო დაშლილ დაქუცმაცებულები ვართ და თანადგომა არ ვივით, მით უფრო მთავრობა არ დაინტერესებულა მისი დაჭერის მიზეზებით აქტიურად. მარა საქართველოს სახელით გამოსვლაზე ბევრ დიდ სპორტსმენს არ უთქვამს უფრო დიდი მიზეზით უარი და მით უფრო რუსეთის სახელით რო გამოვიდეს. მანდ ჩემი პირადი აზრით ამ კაცის სხვა ყველა ნათქვამი სიმართლე ფასს კარგავს როგორც ქართველისთვის
გიორგი
19 ივლისი 2018 07:51
0
ეეჰ ავთო,ვინც შუაზე გაგყო,იმათ მოქალაქეობას გვპირდები და აქეთ გვსაყვედურობ?
სოსო
19 ივლისი 2018 07:35
2
დროშა თუ არ გინდა, ტარი დაიტოვე, შენისთანა "მამულიშვლებს" ადგებათ ხოლმე
basri
19 ივლისი 2018 07:18
1
გაიხარე, ჩემი სათქმელი თქვი,
gela gloveli
19 ივლისი 2018 16:48
1
ძალიან საწყენია რომ ასე გაიფუჭა ცხოვრება. არადა შეეძლო ძალიან წარმატებული ადამიანი ყოფილიყო. არ უნდა გარეულიყო დამნაშავეთა სამყაროში. ჩაქუჩამ ნორმალურ ცხოვრებას ამჯობია დანაშაულის გზით ცხოვრება და მაგიტომ დაისაჯა. მთელი ცხოვრება დაინგრია. ეს მისი ბრალია. ეს წერილი არის გამწარებული და ცუდ დღეში მყოფი უიმედო კაცის ტკივილი. მე არ ვიზიარებ მის შეხედულებებს. რუსები ქართველებს არაფრით არ ჯობიან. ავთანდილი პატარა ბავშვი არ არის, უნდა ცოდნოდა რა შედეგი მოყვებოდა მის არჩევანს. თუ ირჩევ დანაშაულის გზით ცხოვრებას, მაშინ უნდა გესმოდეს რომ ციხე არ აგცდება! იმედია ქართველი ახალგაზრდები ისწავლიან მის შეცდომაზე და იგივეს არ გაიმეორებენ!
ლუკა
19 ივლისი 2018 07:12
2
ყველა მოღალატეა ვინც ხურციძის საქციელს ამართლებს. საქართველო დაიწუნა მთავრობის გამო და ის ქვეყანა შეიყვარა, რომლის მთავარსარდალიც არის პუტინი
Niko
19 ივლისი 2018 05:32
6
ეს კაცი მართალს იძახის იმას რომ არავინ ყურადღებ არ მიაქცია. დაჟე დედამისი იყო მისული და პასუხი იყო საქართველოს სახელით არ გამოდისო. ერთი ის იკითხეს რატრომ? როცა მწვერვალზე იყო არც მაშინ და არც ახლა ყურს არავინ აპანტურებს. კიდიათ იმიტომ რომ თავად ვერ წყვიტავენ. აბა იყოს თურქი რუსი ევროპელი? დედას აიფეთზებენ და რაღაცნაირად გამოიხსნიან. და ესენი? ვაი ჩვე პატრონს....

მაგრამ აი საქართველოს დროშას არ დავიკავებო ეგ არ მომეწონა. მაგრამ ამას იმიტომ იძახის ჩემი აზრით რომ იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს...

რა ხალხიც ვართ ის მთავრობაც გვყავს და კიც გვივილიან თავზე. ნაცებმა ხომ გვიხმარეს ყველანაირად და ესენი კიდე უტრაკოები არიან რამე გააკეთონ
cool
19 ივლისი 2018 03:40
11
ეეეჰ, ეტყობა ნამეტანი ბევრი მოხვედრია თავში!
ისე, ხომ არ დავუჩოქოთ სრულიდ ერმა და ვთხოვოთ არ მიგვატოვოს?!
leqso
19 ივლისი 2018 02:56
13

სიახლეები პოპულარული